Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (8)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
1-06-2015, 15:09
ნანახია: 909

გიორგი თევზაძე: „ხელისუფლება ბავშვთა უფლებებზე მარტო პირველ ივნისს არ უნდა მსჯელობდეს“

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ბავშვთა უფლებებზე მარტო პირველ ივნისს არ უნდა მსჯელობდეს, რადგან, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ბავშვის უფლებებზე ზრუნვა ქვეყნის მომავალზე ზრუნვას  წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლება ფაქტიურად ნაკლებ ყურადღებას უთმობს  მოზარდი თაობისათვის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და ამ მიმართულებით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შემუშავებას და მათი შემდგომ პრაქტიკულად   განხორციელებას.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამასთანავე ბავშვის სოციალური პირობების მდგომარეობის გაუარესებას ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევართა კონტიგენტის ზრდა რაც პირდაპირ აისახება ოჯახში მცხოვრები ბავშვის სოციალურ პირობებზე. ეს დაკავშირებულია სრულყოფილად მოზარდის განათლების, ჯამრთელობის და დასვენების საკითხებთან.

 

ასევე მნიშვნელოვანია დადებითად გადაწყდეს  მიუსაფარ ბავშთა მიმართ არსებული მძიმე მდგომარეობა. ამ მხრივ ხელისუფლებამ უშუალოდ თავისთავზე უნდა აიღოს  ის ელემენტარული ვალდებულებები, რომელიც  ხელს შეუწყობს მიუსაფარ ბავშვთა უფლებების გაუმჯობესებას. 

 

სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას და იზრუნოს ბავშთა უფლებებზე,  რაც აღნიშნულია  ბავშვთა უფლებების    
კონვენციაში. რომელშიც ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კონვენციის მუხლი 24
ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ყველაზე უფრო
სრულყოფილი მომსახურებით და დაავადებათა მკურნალობისა და ჯანმრთელობის
აღდგენის საშუალებებით. უპირატესი ყურადღება ეთმობა პირველადი სამედიცინო
დახმარების გაწევას.
მუხლი 26
ბავშვს უფლება აქვს, ისარგებლოს სოციალური უზრუნველყოფის ყველა სიკეთით.
მუხლი 27
ყოველ ბავშვს უფლება აქვს, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით,
რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და
სოციალური განვითარებისათვის.
მუხლი 28
ბავშვს აქვს განათლების უფლება. ამ მიზნით მონაწილე აწესებენ უფასო და
სავალდებულო დაწყებით განათლებას, ხელს უწყობენ, როგორც ზოგად, ისე
პროფესიული განათლების სხვადასხვა ფორმების განვითარებას და
უზრუნველყოფენ ყველა ბავშვისათვის მათ ხელმისაწვდომობას. სასკოლო
დისციპლინის დაცვა უნდა ემყარებოდეს მეთოდებს, რომლებიც ეფუძნება ბავშვისადამიანური ღირსების პატივისცემას“-აღნიშნულია უფლებადამცველის გიორგი თევზაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.