Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
1-06-2015, 15:42
ნანახია: 822

რომან გოცირიძე: „ჩემმა ანალიტიკოსმა კატამაც კი კატეგორიული უარი განაცხადა პამფლეტის დაწერაზე“

რომან გოცირიძე „ფეისბუქზე“ სტატუსს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გუშინ ვწერდი, რომ "ალია" ხვალ "ბომბს" მიმზადებს, რომელიც საპნის ბუშტის გასკდომის ხმით დაიქუხებს-მეთქი. გული უნდა დაგწყვიტოთ. ესეც კი არ აღმოჩნდა არაფერი საინტერესო. ჩემმა ანალიტიკოსმა კატამაც კი კატეგორიული უარი განაცხადა პამფლეტის დაწერაზე, იმდენად სასაცილო "ბრალდებები" იყო.
შეპირებისამებრ, მოგითხრობთ მოკლე შინაარსს, რათა არც ფული დახარჯოთ და ხელიც არ შეუწყოთ ამ გაზეთს "განვითარებაში". აქვე მინდა ვთქვა, რომ იქ მართლაც არის რამდენიმე თავისი საქმის პროფესიონალი და არ ვაპირებ ამ ოდიოზური ავტორის( თამარ ოქრუაშვილი) გამო მათთან გაბუტვას.
მოკლედ, ჩემს მიერ 10 წლის წინ სამსახურიდან გაგდებული იპოვეს, რომელმაც განაცხადა:
1. საფოსტო ბანკის შენობა გაყიდაო ეროვნულმა ბანკმაო( რომც გაეყიდა, მერე რა)? არაფერი გაყიდულა ჩემს ხელში და არც არანაირი ფართი გადაცემულა ვინმესთვის ჩემს მიერ. დგას ისევ რუსთაველის პროსპექტზე ძველი ფოსტამტი უპატრონოდ.
2. ძველი სიმღერა- ეროვნული ბანკის საცავიდან ფული დაიკარგაო. კი, ოღონდ ჩემი წინამორბედის დროს.
3. კანონი დაარღვია. კომერციული ბანკიდან სესხი აიღო და აპატიესო. სისულელეა. არასდროს მომხდარა. ეროვნული ბანკის თანამშრომელს ეკრძალება კომერციული ბანკიდან სესხის აღება.
4. ოქროს ზოდები გაყიდა აუქციონის გარეშეო! ტყუილია. ავსტრიაში გაიგზავნა და დამზადდა ულამაზესი "ოქროს საწმისის" საინვესტიციო მონეტები. მოძრაობს მთელ მსოფლიოში და აცნობს სამყაროს არგონავტების მითს და კოლხეთის "ოქროს ხანას"! უკვე ამოიწურა, იმდენად მოთხოვნადია. როგორც ვიცი, ეროვნული ბანკი ახალ პარტიას ამზადებს. გირჩევთ შეიძინოთ. ხუთი სხვადასხვა ზომისა და ღირებულებისაა. თანაც ოქროს ფასი ძალიან დაცემულია. ერთ წელიწადში მოგებული დარჩებით.
ესაა და ეს. ფანტაზიაც კი არ ყოფნით.
ეჰ!