ლია ელიავა: თუ გიორგი ქადაგიძე თანამდებობაზე დარჩება, ლარი თავ-ბედს კიდევ უფრო გვაწყევლინებს!

ლია ელიავა: თუ გიორგი ქადაგიძე თანამდებობაზე დარჩება, ლარი თავ-ბედს კიდევ უფრო გვაწყევლინებს!

„ივერიონს“ ექსპერტი საბანკო საკითხებში ლია ელიავა ესაუბრება.

-ქალბატონო ლია, ლარის კურსის მყისიერმა ვარდნამ პრობლემები არა მარტო მოსახლეობის უმეტესობას შეუქმნა, არამედ ქართულ ბიზნესზეც დამანგრევლად იმოქმედა - ლარის ორდღიანი გამყარება კი  უდღეური აღმოჩნდა. ოფიციალური წრეები თითს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძისკენ იშვერენ, ხოლო, როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე მეჭიაურმა ბრძანა, ყოფილი პრემიერი ქადაგიძეს დაჭერით ემუქრებოდა, თუმცა ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადააფიქრებინა. თქვენ როგორ შეწაფასებთ ამ მოვლენებს?

-ლარის  პერიოდულად  ვარდნა  ცუდია ქვეყნის  ეკონომიკისთვის, ხოლო მისი უდღეური მერყეობა კიდევ უფრო  სავალალო  დღეში აგდებს მას. რა თქმა უნდა,  სჯობდა ლარის კურსი ერთ ნიშნულზე შეჩერებულიყო. საქართველოს ეროვნული  ბანკი კი სიმართლეს არც მთავრობას ეუბნება  და არც ქვეყნის მოსახლეობას, არადა ყველაფერი მხოლოდ მისი უგუნური ფულად-საკრედიტო პიოლიტიკის ბრალია! 

რას ვგულისხმობ ამაში? როცა ქადაგიძემ თქვა, ლარის გაუფასურება დოლარის სხვა  ვალუტებთან გამყარების მიზეზიაო, იცრუა, რადგან  ეს სხვა ვალუტები “ვარდებოდა“ დოლარის მიმართ. ეს კი გამოწვეული იყო მათი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებით.  ეს შეეხო იმ ქვეყნებს,  ვინც არ იყო დამოკიდებული ექსპორტის ფასებზე, ანუ ვისაც ნავთობი არ ჰქონდა.

საქართველოშიც  ანალოგიურად მოხდა, ქვეყნიდან გავიდა დიდი კაპიტალი, რასაც საქართველოს ეროვნული  ბანკი დღესაც არ აღიარებს და ამით ამართლებს თავის უმოქმედობას სავალუტო ინტერვენციების განხორციელების თვალსაზრისით.

მას რომ კომერციული  ბანკებისთვის არ მიეწოდებინა დიდი რაოდენობის უცხოური ვალუტა, ლარს ასე არ გაუჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, საქართველოში სავალუტო პოლიტიკას ახორციელებს  საქართველოს ეროვნული  ბანკი და პასუხისმგებლობა ამ სავალუტო ვაკხანალიაზე მას ეკისრება.

უნდა აღვნიშნო, რომ სავალუტო კურსის ოფიციალური გაცვლითი  კურსის მეთოდოლიგია არასწორია. კომერციული  ბანკები 24 საათი მიშვებული არიან სავაჭროდ, ისინი ერთმანეთთან და სხვა ქვეყნის უცხოურ  ბანკებთან ვაჭრობენ, უფრო მეტიც, ეროვნული  ბანკის პრეზიდენტმა  კომპანიების ვაჭრობაც ახსენა  ბლუმბერგის  სისტემაში. ე.ი. იქ ბანკების გარდა  მეწარმეებიც არიან. ჩვენ კი ამას გვიმალავს ეროვნული ბანკი და რის საფუძველზე ადგენს სავალუტო კურსს, იმაშიც არ გვარკვევს.

-თქვენი აზრით, რატომ შეიძლება უჭერდეს  მხარს საქართელოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო  სავალუტო  ფონდი?

-იმიტომ, რომ ერთადერთი ორგანიზაციაა,  ვისაც  ემორჩილება  და  ვის  რეკომენდაციებსაც  ჩამოკიდებულია  საქართველოს  ეროვნული  ბანკი.  ის ატარებს საერთაშორისო  სავალუტო ფონდის პოლიტიკას  საქართველოში, სამაგიეროდ საქართველოს  ეროვნული  ბანკი არავის პოლიტიკას  არ ატარებს,  არც მოსახლეობის, არც ეკონომიკის, არც  მთავრობის და არც საქართველოს  პრეზიდენტის.

-საერთაშორისო  სავალუტო ფონდს  რა მიზეზით სურს ასეთი ვითარება  საქართველოში?

საერთაშორისო სავალუტო  ფონდს თავის წესდებაში არსად უწერია, რომ მას ღარიბი მოსახლეობის  ბედი  და მისი ეკონომიკური წინსვლა აღელვებდეს.  მისი ძირითადი მიზანია, ქვეყანაში კაპიტალი უკონროლოდ-თავისუფლად - გახსნილად გადიოდეს.  მას იმპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა უნდა  ჩვენთანაც  და სხვა განვითარებად ქვეყნებშიც  და მის ასეთ   პოლიტიკას  ატარებს საქართველოსი საქართველოს  ეროვნული ბანკი.

-თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილმა ქადაგიძის დაჭერა თუ ვერ მოახერხა,  რატომ არ გადააყენა ის დაკავებული თანამდებობიდან, რათა მისთვის ხელიდან გამოეგლიჯა საქართველოს ეკონომიკის გამაუარესებელი ინსტრუმენტი?!

-ისევ და ისევ  საერთაშორისო სავალუტო  ფონდის  თხოვნით, როგორც ჩანს.

-როგორია  თქვენი ლარის კურსთან დაკავშირებული უახლოესი პროგნოზი?

-ჩემი პროგნოზი ძალიან მძიმეა - თუ საქართველოს  ეროვნული  ბანკის  ხელმძღვანელობა პოსტზე დარჩება. ლარის კურსი, უხეშად რომ ვთქვა,  2-ზეც ვერ დაბრუნდება და ეროვნული  ბანკის  უგუნური ფულადსაკრედიტო პოლიტიკთ ისევ გაუფასურდება! ანუ, თუ გიორგი ქადაგიძე თანამდებობაზე დარჩება, ლარი თავ-ბედს კიდევ უფრო გვაწყევლინებს.

                                               ესაუბრა ია ჯღარკავა 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: