Iverioni
«    სექტემბერი 2017    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
სექტემბერი 2017 (4)
აგვისტო 2017 (7)
ივლისი 2017 (8)
ივნისი 2017 (9)
მაისი 2017 (4)
აპრილი 2017 (5)
5-06-2015, 17:06
ნანახია: 928

 

2003 წლის 3 დეკემბერს თბილისში, ქავთარაძის ქ. #25, ე.წ. უშიშროების ერთ-ერთ კორპუსში, მე-9 სართულზე, ლიფტთან, დღის დაახლოებით 14:00 საათზე მოკლეს იმავე კორპუსში მცხოვრები, 27 წლის ირაკლი ბასილაშვილი, უშიშროების სამინისტროს, იქვე მდებარე, ე.წ. მოდულის შენობის თანამშრომელი. ირაკლი ბასილაშვილი სამსახურიდან გამოვიდა შესვენებაზე, რომ თავისი 3 წლის შვილისათვის სახლში მიეტანა ნამცხვარი და წვენი. 

 

ირაკლი ბასილაშვილი ლიფტში შემთხვევით შევიდა დავით ჩხეიძესთან ერთად, რომელიც მიდიოდა მე-12 სართულზე მცხოვრებ ვალერი ჩხეიძესთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსთან და რომელსაც მოულოდნელად ლიფტში შეჰყვნენ გოჩა მახარობლიძე და მამუკა ჩიკვილაძე. დავით ჩხეიძე იმჟამად იყო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსი. 

 

გოჩა მახარობლიძემ და მამუკა ჩიკვილაძემ ლიფტი აიყვანეს მე-9 სართულზე, ლიფტშივე დააყაჩაღეს დავით ჩხეიძე, რომელსაც წაართვეს ჩანთა დიდი ოდენობის ფულით. თავში ძლიერად ჩაარტყმისა და ცემის შედეგად დავით ჩხეიძეს ცხვირიდან წასკდა სისხლი. ლიფტში იარაღი წაართვეს ირაკლი ბასილაშვილს და მე-9 სართულზე ლიფტიდან გადმოყვანისას, კედელთან ხელებაწეულს თითქმის მიბრჯნით ესროლეს მარცხენა იღლიის არეში, რამაც გამოიწვია გულში დაჭრა  და მისი სიკვდილი. აღსანიშნავია, რომ ირაკლი ბასილაშვილის მამა             არის უშიშროების გენერალი, ხოლო დედა დღესაც მუშაობს უშიშროების საბჭოში. 

 

ეს დანაშაული გაუხსნელი იყო 2014 წლამდე, ვიდრე დავით ჩხეიძემ შემთხვევით ვარკეთილში არ ამოიცნო ყაჩაღობის ერთ-ერთი მონაწილე გოჩა მახარობლიძე და ამის შესახებ არ აცნობა პოლიციას. გამოძიებამ დაადგინა, რომ ყაჩაღობაში მახარობლიძესთან ერთად მონაწილეობდნენ მამუკა ჩიკვილაძე, რევაზ გულბათაშვილი და მინდია არაბული, როგორც დანაშაულის ორგანიზატორი. 

 

მინდია არაბული, მამუკა ჩიკვილაძე და გოჩა მახარობლიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში აიყვანა 2014 წლის იანვარის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში და გამოძიების პროცესში 9 თვე მათ მოიხადეს წინასწარი პატიმრობა. რაც შეეხება რევაზ გულბათაშვილს, ის ამჟამად სასჯელს იხდის სასომხეთში და მის მიმართ საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა გულბათაშვილის მიმართ საქართველოში გამოტანილია დაუსწრებელი განაჩენი და რამდენიმე დანაშაულისათვის მას დაუსწრებლად მისჯილი აქვს 30 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა არეშიძემ ოთხივე მათგანი გაამართლა 2014 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით. ეს განაჩენი გაასაჩივრა პროკურატურამ.

 

2015 წლის 7 მაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით გოჩა მახარობლიძე ცნობილი იქნა დამნაშავედ ყაჩაღობაში, მაგრამ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ის გათავისუფლდა პასუხისმგებლობისაგან, ხოლო მამუკა ჩიკვილაძე და მინდია არაბული 

 

სასამართლომ კვლავ გაამართლა. სააპელაციო სასამართლოში საქმე განიხილეს მოსამართლეებმა მაია თეთრაულმა, ლევან თევზაძემ და გიორგი მიროტაძემ.  

 

პოლკოვნიკი მინდია არაბული დაპატიმრებისას 2014 წლის 5 თებერვალს იყო შსს სასაზღვრო პოლიციის მე-7 სამმართველოს უფროსი. იგივე პირია დაზარალებულთა მხრიდან დამნაშავედ მიჩნეული  2008 წლის 24 თებერვალს,  ყაზბეგში ჩადენილი ავთანდილ ქუშაშვილის მკვლელობის საქმეში. დღემდე ეს საქმე ერთადერთი გაუხსნელი საქმეა ხევში. 

 

2008 წლის 24 თებერვალს, 20:00-დან 20:30 საათის შუალედში, ავთანდილ ქუშაშვილი, დაბა ყაზბეგში, შესასვლელ ცენტრალურ ქუჩაზე მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით გარდაცვლილი იპოვეს. 

 

შემთხვევის დღეს ყაზბეგში იყო დიდი თოვლი, ერთ მეტრამდე, ჯვრის უღელტეხილი იყო ჩაკეტილი, დაბიდან სოფლებში გზები იყო ჩაკეტილი და ყაზბეგში მოძრაობდა მხოლოდ რამდენიმე მანქანა ისიც მხოლოდ ნივა, ჯიპი და სასწრაფოს ორხიდიანი  უაზის ტიპის მანქანა. მანქანის სავალი გზა გაწმენდილი იყო მხოლოდ ყაზბეგში, ცენტრალურ ქუჩაზე და მის პარალელურ ერთ ქუჩაზე ყაზბეგიდან სოფელ სიონის მიმართულებით. სხვა გზები იყო ჩაკეტილი და სამანქანო მოძრაობა შეუძლებელი იყო. აღსანიშნავია, რომ დიდთოვლობის გამო შემთხვევის ადგილზეც გზა გაწმენდილი იყო მხოლოდ ცალმხრივი მოძრაობისათვის.

გარდაცვლილი ნაპოვნი იქნა გულაღმა მწოლიარე მდგომარეობაში, გასწორებული, ხელები გულზე ჰქონდა დაწყობილი და ტანსაცმელი გასწორებული ისე, რომ ერთი შეხედვით არ ჩანდა ავტოავარიის კვალი. გვამის დათვალიერების შემდგომ აღმოჩნდა, რომ მას ზურგის მხარეს ჰქონდა ნეკნისგან გაგლეჯილი ჭრილობა, საიდანაც გადმოდიოდა სისხლი, მაგრამ ძირითადი ნაწილი სისხლისა შიგნით იყო ჩაღვრილი.  ქურთუკზე გარდაცვლილს აშკარად აღენიშნებოდა მანქანის საბურავის კვალი. სასამართლო სამედიცინო დასკვნითაც დასტურდება, რომ გარდაცვალების უშუალო მიზეზი იყო შოკი, გამოწვეული ტრამვული დაზიანებით ძალადობის ნიშნებით. 

მეორე დღეს, 25 თებერვალს თბილისიდან ვერტმფრენით ჩამოყვანილმა ექსპერტმა ვაჟა ფურცხვანიძემ ჩაატარა ექსპერტიზა, რომელშიც აღნიშნულია გარდაცვალება ძალადობის ნიშნებით. ეს დოკუმენტი საქმეში არ დევს (იხ. დანართი) დღემდე ეს საქმე კვალიფიცირდება თვითმკვლელობის, სსკ 115 მუხლით- თვითმკვლელობამდე მიყვანა.

 

გარდაცვლილის ოჯახის წევრები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ ცნობილი იყო მკვლელების მინდია არაბულისა და მასთან ერთად მყოფი მესაზღვრეების ვინაობა და მათ ხელს აფარებდნენ. მინდია არაბული ამ დროს ლარსის სასაზღვრო პუნქტის უფროსი იყო და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა როგორც ნაცმოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყაზბეგის რაიონიდან. 

 

მოგმართავთ ყველას, თუ ვინმესთვის ცნობილია რაიმე სხვა დანაშაულის თაობაზე, რომელიც ჩაიდინეს მინდია არაბულმა, გოჩა მახარობლიძემ, რევაზ გულბათაშვილმა და მამუკა ჩიკვილაძემ (ფოტოები), გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, რომ გაერთიანებული ძალისხმევით ვცადოთ ამ საშიში ადამიანების საზოგადოებისაგან იზოლაცია, რადგან ისინი დღესაც ჩვენს გვერდით დადიან თავისუფლებაში.

 

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-06/1433509629_1.jpg