Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
6-06-2015, 16:18
ნანახია: 899

ვახტანგ ძაბირაძე: „როცა მაჟორიტარული სისტემა ვერ მუშაობს  ხელისუფლების  სასარგებლოდ-ესაა რევოლუციური  სიტუაცია“

„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე.

-ბატონო ვახტანგ, როგორც ცნობილია, 2016 წლის საარჩევნო კოდექსში ცვლილებები იგეგმება. საუბარია მაჟიორიტარულ ოლქებში ბარიერის 50%-მდე გაზრდაზე, ხოლო 2016 წლიდან საარჩევნო სისტება მთლიანად პროპორციულზე გადავა. თქვენი აზრით, ვის აძლევს ხელს ეს ცვლილებები?

-საარჩევნო  სისტემა,  ჩემი აზრით,  საერთოდ სხვაგვარი უნდა იყოს და არა ისეთი,  როგორიც დღეს  არის ან ოპოზიციამ  წარმოადგინა.  ხელისუფლებამ  "ოდნავ გააკეთილშობილა"  საარჩევნო სისტემა,  როცა დატოვა მაჟორიტარული  სისტემა და გაზარდა ბარიერი. ის,  როგორც ჩანს,  ვერ შეელია მაჟორიტარებს, რომლებიც ყოველთვის იყვნენ  ხელისუფლების  საყრდენი  და ეს  სამწუხარო ტრადიცია დღემდე გრძელდება. 

ხელისუფლებამ  შეინარჩუნა  მაჟორიტარული  სისტემა, რადგან შანსი,  რომ მათ გაიყვანს, მეტია, ვიდრე ის, რომ პროპორციულით  გადალახავს  50%-ს.  (მე  მომწონს მაჟორიტარული სისტემა,  მაგრამ აქ ხმის მიცემის წესია მნიშვნელოვანი). არჩევნებზე მაჟორიტარებს დიდი ფორა ექნებათ, რადგან მათთვის  იმუშავებს   სახელისუფლებო რესურსი.  ერთადერთი სიტუაცია,  როცა მაჟორიტარული  სისტემა ვერ მუშაობს  ხელისუფლების  სასარგებლოდ -  ესაა რევოლუციური  სიტუაცია. ამიტომ ვერ ელევიან მაჟორიტარულ  არჩევნებს.  ხელისუფლება  გაიყვანს მათ და 2016 წლის არჩევნებისთვის შექმნის უმრავლესობას. 

_ბარიერის 50%-მდე გაზრდა რას მოგვცემს?

_50% -იანი ბარიერი კი  იმას ნიშნავს,  რომ იქნება ბევრი მეორე ტური, მაგრამ ხელისუფლებას  მეტი შანსი აქვს,   ვიდრე ოპოზიციას.

მაჟორიტარებისგან  დღეს მოსახლეობა  ითხოვს გზის დაგებას, რძის ფხვნილს და სოციალური პრობლემების  გაუმჯობესებას, მაგრამ ეს არა არის  მაჟორიტარის  საქმე. ის პარლამენტში  მთელი საქართვველოსთვის მუშაობს და არა ერთი რეგიონისთვის. და,  როცა მოსახლეობასთან შეხვდერისას, არჩევნების წინ,  იძლევა კონკრეტულ დაპირებებს, ტყუის. მას ამის განსახორციელებლად არც   უფლებამოსილება აქვს  და კომპეტენცია.  სამართლიანი არჩევნების ჩატარება თუ გვინდა,  უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, მათ შორის  ხმის მიცემი წესი  და პარტიული დაფინასება.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა