ალასანიას სკანდალური განცხადება - რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მოსამართლეები?

ალასანიას სკანდალური განცხადება - რაზე შეთანხმდნენ ივანიშვილი და მოსამართლეები?

საიდუმლო შეხვედრა, რომლის შესახებაც ირაკლი ალასანია მტკიცებულებების მოპოვებას აპირებს, გავრცელებული ინფორმაციით პარასკევს საღამოს შედგა.

 

თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ადასტურებს, რომ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილსა და რამდენიმე მოსამართლეს შორის გარიგების შესახებ მასაც მიაწოდეს.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მოსამართლეები საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერების სანაცვლოდ ივანიშვილს ე.წ. კაბელების საქმეზე სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას დაჰპირდნენ.

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ირაკლი ალასანიას სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშუალებს. სწორედ ლევან მურუსიძე დასახელდა ყოფილ პრემიერთან ერთ-ერთ მომლაპარაკებელ პირად.

 

საბჭოს მდივანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას უარყოფს და ამბობს, რომ გადაწყვეტუილება საკანონდებლო ცვლილებების შეჩერების შესახებ იუსტიციის სამინისტრომ უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციით მიიღო.

 

ცვლილება, სასამართლოების შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ 25-ვე საქალაქო სასამართოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა. სავარაუდო შეხვედრიდან მეორე დღეს, შაბათს, მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ ეს ცვლილებები აღარ განხორციელდებოდა.

„რუსთავი2“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: