Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (7)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-06-2015, 09:56
ნანახია: 1635

ირინა სარიშვილი: „ემიგრანტებს დაგასწვდით, დალხენილი ჩინოვნიკები და ყველა მთავრობის სოლიტერი მედროვეები!!“

რა ამბავში ხართ ქოცმადიდებლებო? 

აქ ყველაფერი მოაგვარეთ და ეხლა ემიგრანტებს გადაწვდით? თან ახარისხებთ და თან გიკვირთ, სხვაგან რა გინდათო? პატრიოტიზმს უწუნებთ? თან ვინ? ხალხის ხარჯზე დალხენილი ჩინოვნიკები და ყველა მთავრობის სოლიტერი მედროვეები!!! თქვენ ხართ სამშობლო???

სამშობლო რა არის? ადგილი, სადაც შინ ხარ.

შინ ყოფნა რას ნიშნავს? სადაც შენი ყველაზე კარგად ესმით, სადაც მშვიდად ხარ, სადაც ყველაზე მეტად დაცული ხარ. სადაც ყველაფერი ნაცნობი და მშობლიურია.

და რაკი ემიგრანტი სამშობლოდან მოწყვეტილს ნიშნავს, ჩვენ, წასულებიც და დარჩენილებიც, ვინც თავს შინ ვერ გრძნობს, ემიგრანტები ვართ!

წასულებს ენატრებათ სახლი, შვილები, ახლობლები, სიგიჟემდე ენატრებათ, მაგრამ არ რცხვენიათ მათი. მათ თან მიაქვთ თავისი სამშობლო.

დარჩენილებს შვილები და ახლობლები გვერდით ყავთ, მაგრამ თვალებში ვერ უყურებენ, რადგან ვერაფერში ადგებიან მათ.

ამას მხოლოდ თავმოყვარე ადამიანი გაიგებს, რომელსაც შრომა უნდა და არა მუქთახორობა, რომელსაც თავისი ოჯახის და ახლობლების გვერდით უნდა ყოფნა, ოღონდ ღირსეულად და არა ლეშივით.

ამას ვერ გაიგებს გაზულუქებული მედროვე!

ამას ვერ გაიგებს მხართეძოზე წამოწოლილი "ხალიავაზე" მაცხოვრებელი მუქთახორა, რომელსაც სულაც არ აწუხებს უსაქმურობა, ოღონდ ვინმემ რამე ჩააცეცხლოს, ჩაასხას, გაუჩხიროს...

ქვეყანაში, სადაც დამლაგებლობა, ოფიციანტობა, მომვლელობა სირცხვილია და ქურდობა, პარაზიტობა, მუქთახორობა საამაყო, ვერასოდეს ვერ ვიგრძნობ თავს შინ!

სამშობლო მარტო ხეები და მდინარეები არ არის. 

იქ მინდა, სადაც შინ ვიგრძნობ თავს, სადაც ჩემი შვილების და ახლობლების გვერდით ღირსეულად ვიშრომებ და ვიცხოვრებ! 

სამშობლოში მინდა! 

დღეს ყველა ემიგრანტები ვართ!