გიორგი თევზაძე: „უნდა შეიქმნას ვეტერანთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული სახელმწიფო გეგმა“

გიორგი თევზაძე: „უნდა შეიქმნას ვეტერანთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული სახელმწიფო გეგმა“

უფლებადამცველი, საქართველოს ვეტერანთა ობმბუდსმენი გიორგი თევზაძე და საქართველოს ვეტერანთა ფედერაცია ვეტერანთა ჰოსპიტალთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოში არ არსებობს ცივილიზებული ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნია ვეტერანთა სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ადაპტირებულია ვეტერანთა ჯანმრთელობის საჭიროებებზე.

„საქართველოს, რომელიც მიუერთდა საერთაშორისო დოკუმენტებით ვეტერანებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ევალება შექმნას  სამართლებრივიდა ფაქტობრივი წინაპირობები ვეტერანთა ჯანმრთელობის გარანტირებული დაცვისათვის, რაც მოცემულ ეტაზე უზრუნველყოფლი არ არის. რატომღაც ხდება ამ საკითხის დაკავშირება ე.წ. "ვეეტრანთა ჰოსპიტალთან" და ჰოსპიტლის შენობასთან. ასევე სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ცალკეული მცირე ჯგუფების მხრიდან ხდება ამ საკითხის პოლიტიზირება, რაც პირველ რიგში აზიანებს ვეტერანთა ჯანდაცვის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს. უნდა ცალსახად აღინიშნოს, რომ პრობლემას წარმოადგენს არა შენობამ, არამედ ზოგადად ვეტერანთა სოციალური და ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშურებული სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა. პრობლემას წარმოადგესნ ის მწირი, შეიძლება ითქვას სიმბოლური სახსრები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნა გამოყოფილი ვეტერანთა ჯანდაცვის პროგრამების განსახორციელებლად. ამდენად, მიგვაჩნია, რომ მუდმივად ხდბა სკითხის არასწორად დაყენება. აუცილებელია შეიქმნას ვეტერანთა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიული სახელმწიფო გეგმა და გამოყოფილი იქნას ვეტერანთა რეალური საჭიროებების შესაბამისი ადეკავტური სახსრები სახელმიწფო ბიუჯეტში და არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს ჯანდაცვის პროგრამები რომელი ორგანიზაციულ– სამართლებრივი ფორმის კლინიკების ბაზაზე განხორციელდება ეს პროგრამები. მთავარია ვეტერანებისათვის ადეკვატური და ხელშესახები იყოს ამ პრობლემების გადაწყვეტა და ვეეტრანებმა იგრძნონ სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა და მონაწილეობა ამ პრობლემების გადაწყვეტაში. ასევე აუცილებლობას წარმოადგენს "ჰოსპიტლის" კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის გარანტირებული დასაქმება, რომელსაც მრავაწლიანი გამოცდილება და ამაგი გააჩნიათ შეჭირვებული და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ვეტერანების მიმართ. ვგეგმავთ ყველა სამართლებრივი მექანიზმი და ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა გამოვიყენოთ, რათა უზრუნველყოფილი იქნას სახელმწიფოს სტრატეგიული პოლიტიკა და კონკრეტული მოქმედებები  ვეტერანთა პრობლემების და პირველ რიგში ჯანდაცვის პრობლემების გადაწყვეტაზე",- აღნიშნულია განცხადებაში.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: