Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (10)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
13-06-2015, 11:21
ნანახია: 1088

"იმედის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია" იუმორისტი ბაკურ სვანიძე და ჟურნალისტი თამარ ბელქანია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოწვეულ სტუმრებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბელქანიას განცხადება გახდა, სადაც მან აღნიშნა, რომ სამსახურის დაკარგვის შემდეგ მან სალექციო კურსი გააკეთა და სამი საავტორო გადაცემა მოიფიქრა.

 

"მე ვარ ჩვეულებრვი ადამიანი, რომელიც 2010 წელს დავრჩი უმუშევარი. რა მექნა, ხელები დამეწყო და მოვმკვდარიყავი? ავდექი და გავაკეთე სალექციო კურსი, შევთავაზე უნივერსიტეტს. მოვიფიქრე სამი საავტორო გადაცემა და დღეს მაქვს ოთხი სამსახური",- განაცხადა ბელქანიამ. ბაკურ სვანიძემ ბელქანიას უტიფარი და უსინდისო ადამიანი უწოდა და სტუდია დატოვა. "თამარ, არ გრცხვენია? შენ გაქვს ოთხი სამსახური, გენიოსი ხარ, ბრავო! ამ დებილებში შენ გენიოსი ხარ. გუგულიზე უარესი ხარ. ჩვენ ვერ მოვიფიქრეთ, დებილები ვართ. სამსახური რომ დავკარგე, მუთაქა ვიყიდე, დავიდე თავქვეშ და დავწექი. მე სატელევიზიო გადაცემა ვერ მოვიფიქრე. ირმა სოხაძით დაწყებული, ეკა კვალიაშვილით დამთავრებული ყველას გვათახსირებ. ვიღაცა "გკრიშავს" და იშოვე ეს სამსახურები",- მიმართა ბაკურ სვანიძემ თამარ ბელქანიას.

 

http://iverioni.com.ge/uploads/posts/2015-06/1434180175_snimok.jpg