ქართული ოცნება მთის მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითხოვს

ქართული ოცნება მთის მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითხოვს

ქართული ოცნება მთის რეგიონების განვითარების სახელმწიფო მინისტრის, ანუ მთის მინისტრის პოსტის შემოღებას ითხოვს. ეს საკითხი უმრავლესობის წევრებმა დღეს ჯანდაცვის კომიტეტში გამართულ სხდომაზე დააყენეს.

 

ამ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით იმსჯელეს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტზე.

 

ეს კანონპროექტი მთის ეროვნული საბჭოს შექმნას გულისხმობს, რომელსაც პრემიერ მინისტრი უხელმძღვანელებს და მთის პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო სწორედ ეს საბჭო იქნება.

 

მაგრამ ქართული ოცნების წევრთა ნაწილი მაინც ითხოვს მთის მინისტრის თანამდებობის შემოღებას

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: