არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?

არის თუ არა საქართველოში დემოკრატია?

დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა - ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში "სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2015". 
ანგარიში ეხება აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2014 წლის მონაცემებს.
კვლევის მიხედვით, 7-ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 - ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა. 
სრულად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში მოხვდნენ სლოვენია, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა და სლოვაკეთი. 
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტარული რეჟიმის ქვეყანები არიან: ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი. 
"ავტორიტარულმა ლიდერებმა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს დემოკრატიულ რეფორმებს, თავიანთი რეპრესიული ტაქტიკის სისტემატიზირება მოახდინეს და უარი თქვეს ინკლუზიური პოლიტიკის გატარებაზე", - ნათქვამია ანგარიშში. 
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეგიონში დემოკრატიული ძალისხმევა ავტორიტატული სახელმწიფოებისგან და სხვა ოპონენტებისგან ახალ, მომატებულ აგრესიულ თავდასხმებს აწყდება. 
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ევრაზიაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები. 
ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

„ინტერპრესნიუსი“

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: