ვინ ახსენა პირველად „ვერტმფრენები“?

ვინ ახსენა პირველად „ვერტმფრენები“?

ჯერ ერთი შვეულმფრენი და არა „ვერტმფრენი“! ვინ ახსენა და მე ვახსენე!

პირველად საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „ივერიონი“-ს საშუალებით,16 ივნისს, ხოლო შაბათს, 20 ივნისს საავტორო გადაცემა „ექსტრაორდინარული“-ში, „ობიექტივის“ ეთერის საშუალებით.

ჩემი შეშფოთება (როგორ არ მიყვარს ეს სიტყვა „შეშფოთება“) სრულიად ბუნებრივი და სამართლიანი იყო „რატომ არ გამოიყენა ხელისუფლებამ შვეულმფრენები ვერეს ხეობიდან ხალხის გამოსაყვანად?“

მითუმეტეს, იქ რამდენიმე ადამიანი კარგა ხანს უცდიდა სახლების სახურავებზე შველას. დრო საკმაოზე მეტი ჰქონდათ „ვერტალიოტჩიკებს“!

ეს იყო ჩემი პირადი მოსაზრება და ჩემამდე არავის, ვიმეორებ არავის, არ უხსენებია შვეულმფრენები: არც ერთ სააგენტოს, არც ერთ ტელევიზიას, პარტიას თუ პოლიტიკოსს!

აი, ჩემს მერე ატყდა „ვრტრმფრენების“ ნამდვილი ბუმი. პირველმა, ხმა აიმაღლა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“ და გუშინ გულდათუთქულმა წამყვანებმა „ვენები გადაიჭრეს“ LIVE - ში: თურმე ორი წელია უმოქმედოდ დგას თბილისის აეროპორტში ორი სამაშველო (2012 წელსაა გამოშვებული) „ვერტმფრენი“ და 13 ივნისს არ გამოიყენესო!

ხალხო, შვეულმფრენი! შვეულმფრენი! და არა „ვერტმფრენი“! ისწავლეთ ბოლოს და ბოლოს ქართულად მეტყველება!

„რუსთავი-2“-ის პარალელურად „ვერტმფრენები“ ახსენა „შადრევან პირველმაც“!

თქვე საცოდავებო, რა გეშველებოდათ შვეულმფრენების არ გამოყენებაზე მე რომ არ გამომეთქვა „შეშფოთება“? ამით სააკაშვილმაც და მისმა „ოტო ჰებელსმა“ ,„რუსთავი-2“-მა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ ხელისუფლების „უნიათობას“! (არც ეს სიტყვა მომწონს „უნიათო“).

არა და წარმოდგენაც კი არ მქონდა რომ საქართველოში უმექმედოდ იდგა ორი სამაშველო, ფრანგული წარმოების „ვერტმფრენი“! დავანებოთ ახლა თავი „შადრევან პირველისა“ და „რუსთავი-2“-ის მიზანმიმართულ „წერტილოვან დარტყმებს“.

დალოცვილო ხელისუფლებავ, მე გეკითხები, ერთი რიგითი მოქალაქე:

მეწყერების ქვეყანაში, საქართველოში, ორი საუკეთესო სამაშველო შვეულმფრენი როგორ არ გყავდათ მუდმივ მზადყოფნაში? მითუმეტეს, მთელი მსოფლიო გლობალური დათბობის უმართავ სტიქიურ პროცესებზე საუბრობს.

არ დამიწყოთ ახლა, ვერეს ხეობაში იმდენი ხეები და „სტოლბებია“, ასევე მავთულები, იქ შვეულმფრენი ვერ იმუშავებდაო! აი, ფრანგული წარმოების სამაშველო შვეულმფრენის ტექნიკური მაჩვენებელი: „შვეულმფრენი აღჭურვილია ღამის ხედვის ულტრათანამედროვე მოწყობილობით, აქვს 200 მეტრი სიგრძის ბაგირი, ორი სამაშველო „კალათა“ (სხვადასხვა ზომის). შვეულმფრენს შეუძლია ამოცანის შესრულება ნებისმიერ მეტეოროლოგიურ პირობებში, როგორც ზღვაზე ასევე მთაში და მჭიდროდ დასახლებული ქალაქების თავზე“.

მორჩით რა, ბოლოს და ბოლოს, ნამუსიც კარგი საქონელია!

დგახართ და თავს იმართლებთ - შვეულმფრენები ორი წელი უაზროდ იდგა და რა ვიცით, შეიძლება საერთოდ არც კი გაფრენილყვნენო!

რომ იტყვიან „ჩხუბის შემდეგ მუშტებს არ იქნევენ“!

უკვე მთელმა საქართველომ იცის, რომ ასეთი უნიკალური შვეულმფრენები არსებობს და თუ კი ანალოგიური კატასტროფის შემთხვევაში (და დარწმუნებული ვარ გლობალური ეკოლოგიური პროცესები გამოიწვევს კატასტროფებს) ეს საფრენი აპარატები ისევ უმოქმედოდ იქნება, აი მაშინ რისხვას და აგრესიას ხალხს ვერც „რუსთავი -2“ დაასწრებს და ვერც ბოტოქსთვალწარბმწამწამიანი „შადრევან პირველი“!

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: