Iverioni
«    ნოემბერი 2019    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 
ნოემბერი 2019 (6)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
29-06-2015, 00:13
ნანახია: 6525

საასჯელაღსრულების დაწესებულებებში კიდევ ერთი საქველმოქმედო  ღონისძიება ჩატარდა

2015 წლის 27 ივნისს თბილისის გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის (ხელმძღვანელი გიორგი თევზაძე) და ქართული ოცნება ჯამრთელი მომავალიის (ხელმძღვანელი ქეთი ბარათელი) ორგანიზებით საასჯელაღსრულების დაწესებულებებში უკვე მესამე მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა, რომლის  ფარგლებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა 327 პატიმარს, აქციაში მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმებმა ასევე სხვადასხავა სამედიცინო კლინიკებიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სპეციალიზაციის მაღალკველიფიციურმა მედიკოსებმა მსჯავრდადებულებს ჩაუტარეს შესაბამისი კონსულტაციები და ჯამრთელობის შემოწმება, ამასთანავე ხაზგასმით უნდა აღნიშნოს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისროს პოზიტიური განწყობა სამოქალაქო სექტორთან  ურთიერთ ნაყოფიერი თანამშრომლობის მიმართულებით და მათი მხრიდან გამოჩენილი აქტიური მხარდაჭერა საქველმოქმედო ღონისძიების დაგეგმარების პროცესში.