გიორგი ტიგინაშვილი: რაც ამერიკისთვის გამარჯვებაა, სამყაროსთვის დასასრულის დასაწყისია!!!

გიორგი ტიგინაშვილი: რაც ამერიკისთვის გამარჯვებაა, სამყაროსთვის დასასრულის დასაწყისია!!!

აშშ-ში შექმნილ მორალურ მდგომარეობასა და სასამართლოს გადაწყვეტილრბას ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების შესახებ თეოლოგი, მწერალი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი) ეხმიანება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება კაცობრიობის ლოკალური მარცხია.

"როგორც ვხედავთ აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინება ნებისმიერი შტატის ჰომოსექსუალი მოქალაქისთვის ლეგალიზებული გახდა. გადაწყვეტილება აღნიშნული ქორწინებების დასაშვებობის შესახებ მათმა უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

ძალიან სამწუხაროა: ეს არის კაცობრიობის ლოკალური მარცხი და მიდრეკა ფსიქიკური აშლილობისაკენ, მარტოობის, სულიერი სიკვდილისა და უზნეობისაგან დაჩიავების წინაპირობა!

ამ მოვლენას, ცხადია, რომ ინერციით უნდა მოყვეს ყოველგვარი პერვერსიისა თუ გარყვნილი წარმოდგენის პროპაგანდა, პიროვნების ბიოორგანიზმამდე ჩამოპირუტყვება, უხამსობის რეკლამირება, არაბუნებრივის გაბუნებრივობა და ცოდვის "ჩვეულებრივობა".

ტენდენციის ამაზრზენი დინამიკით თუ ვიმსჯელებთ, მიმდინარე პროცესებს ლოგიკურად მოყვება ზოოფილიის, გერონტოფილიის, პედოფილიისა და პოლიგამიის დაკანონებაც, რამეთუ იმ პრინციპით, რითაც ჰომოსექსუუალიზმი მართლდება, ამ დანარჩენებსაც აქვთ "გამართლება"!

ამგვარი დადგენილებით, უტიფრად, თავისუფლების ეგიდით, აშშ-ს პოლიტ-ელიტა აგდებულად დასცინის ზოგადად ყველა ტრადიციულ რელიგიას, ბიბლიას, ეთიკას, მედიცინას, ოჯახის ინსტიტუტსა და წესიერებას. მათი პრეზიდენტის აზრით, თურმე "ეს ამერიკისთვის გამარჯვებაა, რადგან მილიონობით ამერიკელი უფრო თავისუფალი გახდა..."

ძნელია ავტორს, წინადადების მეორე ნაწილში შეედავო, რადგან ისინი ნამდვილად თავისუფალნი გახდნენ, თუმცა საკითხავია რისგან.

რისგან და აშკარაა, რომ მადლისგან, სინდისისგან, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობისგან. თავსმოხვეული ფსევდოეთიკის დაკანონებით, წაახალისეს ურცხვი თვითპრეზენტირება და მომავალ თაობებს სექსუალური იდენტიფიცირების, თვითგამორკვევისა და მორალური ორიენტირების ჩიხი შესთავაზეს, რომლის კედელიც ავადმყოფურ მდგომარეობაზე გადის.

დიახ, თომას ჯეფერსონის პოლიტიკურმა მემკვიდრეებმა ფსიქოლოგიური ჰერმაფროდიტობის დაცემულ ავნგარდში გაიწვიეს თავიანთი შვილებისა და შვილიშვილების ხვალინდელი დღე. არადა, ისტორიიდან ცნობილია, რომ აშშ-ს ერთ-ერთმა "დამფუძნებელმა მამამ“, დამოუკიდებლობის დეკლარაციის მთავარმა ავტორმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა, ვირჯინიის შტატში გუბერნატორობის დროს, 1799 წელს, ჰომოსესექსუალიზმი გაუპატიურების ტოლფას დანაშაულად სცნო და ამ ორ დანაშაულს ერთნაირი სასჯელი დაუწესა!...

უნდა აღინიშნოს, რომ თეოლოგიური თვალთახედვით, აღვირახსნილი ჰომოსექსუალიზმი, საკუთარ ვნებას სიცოცხლის არსად ასაღებს, რაც თვალთმაქცობა და სრული უკუღმართობაა.

ის, რაც თაობათა გამრავლებისთვის მოგვენიჭა, მათი ყოფაქცევით, ამიერიდან, მხოლოდ ბილწი ფანტაზიების მასტიმულირებელი უნდა გახდეს! ფაქტია, რომ ისინი დაუფარავად ცდილობენ ტრადიციული ოჯახური იდეალების ნიველირებას. სწორედ ესაა ლგბტ პირთა პროპაგანდის გამიზნული განზრახვაც...

ასეთ ვითარებაში თავისთავად ჩნდება ერთობ რიტორიკული კითხვა - რა უნდა ვქნათ მორწმუნე ქრისტიანებმა და როგორ შევხედოთ ამ გლობალურ დეგრადაციას?

ჩემი პასუხი ასეთია: უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანი პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის არჩევანის თავისუფლებას, როგორც ღვთივბოძებულ და ფუნდამენტურ უფლებას, მაგრამ, ამავდროულად, რჩება ავტონომიური კვლავ ღვთივდადგენილი ნორმების შესაბამისად მოიწონოს, ან არ მოიწონოს გაკეთებული არჩევანი.

თანახმად წმ. პავლე მოციქულისა - „ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს". გვძულდეს ცოდვა, მაგრამ არა ცოდვილი და აუცილებლად გვებრალებოდეს დაცემაში გათქვეფილი ადამიანი. პირადი სიჯანსაღით გამოვხატოთ კეთილზნეობის მაგალითი და ვილოცოთ სამყაროს გადარჩენისთვის.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: