ხილული ჯაშუშები და „ხელის ჭუჭყზე“ გაყიდული ქვეყანა!

ხილული ჯაშუშები და „ხელის ჭუჭყზე“ გაყიდული ქვეყანა!

მაინტერესებს, რამდენი ენჯეოა საქართველოში, ფორმალურად რა მიზნის მისაღწევად იქმნებიან ისინი, ვინ დგას თითოეული მათგანის უკან, როგორია მათი ყოველთვიური (ან თუნდაც ერთჯერადი) ბიუჯეტი და რა ზიანისა და სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ ქვეყნისთვის?!

 



სარგებლობის რა მოგახსენოთ, მაგრამ, უცხოური გრანტებით გალაღებული ენჯეო-ები საქართველოს ძირს რომ უთხრიან, ფაქტია.

თუ დაინტერესებულხართ, რამდენი ადამიანის უფლებათა დაცვის ნიღბით შექმნილი და უცხოური (საეჭვო წარმომავლობის) კაპიტალით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში?

ალბათ ასეულობით (ბევრი ერთი-ერთში იმეორებს ერთმანეთს), მაგრამ, ვინმეს თუ ახსოვს მათ მიერ დაცული ადამიანის უფლებები? რა ეტყობა ქვეყანას, რომ აქ ვინმე ვინმეს უფლებებს იცავდეს? თუნდაც მოჩვენებით!

თუ ასეთი რამ ხდება, ყოველთვის უფლებადამცველი ენჯეო-ების მიზანი, პირდაპირ თუ ვიტყვით, ძირგამომთხრელი საქმიანობაა, რომელიც საბოლოო ჯამში სახელმწიფო ინსტიტუტების მოშლას უწყობს ხელს.

ხშირად გვიმტკიცებენ, რომ ენჯეო-ები მედიასთან და პოლიტიკურ პარტიებთან ერთად სამოქალაქო საზოგადოების ინსტრუმენტები არიან, რომლის მიზანი ხელისუფლების გაკონტროლებაა.

მართალია, საქართველოში ეს „ინსტრუმენტები“ ასჯერ და ათასჯერ მეტია, ვიდრე ჩვენისთანა პატარა და დაჩაჩანაკებულ ქვეყანას ეკადრება, მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების კონტურებიც კი არ ჩანს...

რაშია საქმე, რა უშლის ხელს, რომ მისმა უდიდებულესობამ, სამოქალაქო სექტორმა ქვეყანაში ფეხი მოიკიდოს და ხელისუფლების რეალურ ოპონენტად იქცეს?

მიზეზი მარტივია: ყველა მათგანი ერთი ცენტრიდან იკვებება (იმართება) და ამ ცენტრის მიზანი სულაც არ გახლავთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება - ისეთი საზოგადოების, რომელმაც ზედმიწევნით იცის საკუთარი უფლებები და ხელისუფლების ნებისმიერ ნებსით თუ უნებლიე შეცდომაზე (თუ დანაშაულზე) ადეკვატური რეაქცია ექნება!

მრავალგზის ნათქვამს ერთხელაც გავიმეორებ: არც ერთი ხელისუფლება არ არის მონდომებული ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, თუ ამაზე მოთხოვნილება თავად საზოგადოებაში არ გაჩნდა!

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორის ფორმალურ ინტსრუმენტებსაც (მედია, ენჯეო-ები, პოლიტიკური პარტიები) ერთი პატრონი ჰყავთ, ბლეფია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებაზე საუბარი...

თუ ერთნი (მედია-საშუალებები) საზოგადოების ზომბირებას უწყობენ ხელს, მეორენი (პოლიტიკური პარტიები) სიცრუეში და ლამაზ-ლამაზ შეუსრულებელ დაპირებებში ამყოფებენ ქვეყანას, მესამენი (ენჯეო-ები) პირდაპირ ურტყამენ ეროვნულ ტრადიციებს და ჭეშმარიტი ფასეულობების დისკრედიტაციას (ნიველირებას) ახდენენ!

ამ უკანასკნელთა (ენჯეო-ები) განსაკუთრებული სამიზნე მართლმადიდებელი ეკლესიაა. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სატანის მოციქულთა დავალებებს და შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტი საბოლოოდ დააკნინონ!..

ფორსირებული შეტევა ხორციელდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქზეც, რომელსაც ლიბერასტები არცთუ იშვიათად, სრულიად უსამართლოდ ბინძური ეპითეტებით ამკობენ კიდეც.

სულიერებისგან დაცლილ, დაზომბირებულ და გამოფიტულ ადამიანს კი ადვილად მოიქცევენ თავიანთ მარწუხებში და სატანის მონად აქცევენ!

დააკვირდით: ენჯეო-ების მიერ გახმოვანებული ყველა ინიციატივა ან სახელმწიფო (საჯარო) ინსტიტუტების ფასუსტებას ემსახურება, ან უზნეობის პროპაგანდას უწყობს ხელს!

სხვათაშორის, ისინი კარგად ითავსებენ უცხოური სპეცსამსახურების ჯაშუშურ ფუნქციასაც, რომლის უმთავრესი მიზანი ერის მორალური საყრდენების მოშლაა.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ენჯეო-ების ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა საერთოდ არ კონტროლდება ხელისუფლების მიერ - ისინი ფაქტობრივად ხელშეუხებელნი არიან და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ დამკვეთებს (დამფინანსებლებს) ემორჩილებიან.

არც ის კონტროლდება, საიდან (რომელი სახელმწიფოდან თუ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან) რა თანხები შემოდის და კონკრეტულად რა საქმიანობას ხმარდება იგი!..

არავის ჯიბეში არ ვიქექები და თავისი ოფლით თუ ნიჭით ნაშოვნი ფული ყველას მშვიდობაში მოახმაროს, მაგრამ როცა ისედაც „ჭუჭყიანი“ ფული ბოლომდე ლაფშია ამოსვრილი და არც „ირეცხება“, როცა ქართული სული სამადლოდ გამოწვდილ გროშებზე ხურდავდება და რაც ყველაზე საგანგაშოა, ანტიეროვნული სულისკვეთების დამკვიდრებას და საზოგადოების გამოთაყვანებას (ზომბირებას) უწყობს ხელს, იგივე საზოგადოებამ სახელმწიფო ინსტიტუტებისგან პრევენციული ღონისძიებების ოპერატიულად გატარება უნდა მოითხოვოს - უნდა გადაისინჯოს სოკოებივით მომრავლებული ენჯეოების საქმიანობა და დაწესდეს საზოგადოებრივი მონიტორინგი!!!

უკიდურეს შემთხვევაში, ქვეყანაში უნდა აიკრძალოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საკუთარი იდეოლოგიითა და ანტიეროვნული გამოხტომებით ძირს უთხრიან სახელმწიფოს ფუნქციონირებას.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის ფორმირებას, რომელიც აუცილებელია სამოქალაქო (სახელმწიფოებრივად მოაზროვნე) საზოგადოების არსებობისთვის, ისინი ქართულ ნიადაგზე უნდა აღმოცენდნენ!

გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეს ხელს არ აძლევს, მაგრამ ეს სჭირდება ქვეყანას, ეს სჭირდება საზოგადოებას, რომელმაც ლაგამი უნდა ამოსდოს მმართველი კლანის თვითნებობას და მის რეალურ ოპონენტად იქცეს!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: