Iverioni
«    მაი 2019    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
მაისი 2019 (11)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
თებერვალი 2019 (10)
იანვარი 2019 (13)
დეკემბერი 2018 (12)
6-07-2015, 12:11
ნანახია: 1719

სამშობლოჭამიები

ჯი-ეიჩ-ენ-ის მონაცემებით (2006 წლის 20 მარტი), გაეროს სპეციალისტთა გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, როცა დღეს 4 მილიონ-ნახევრამდეა შემცირებული. მოსახლეობის კლებადობის წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა. ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტია. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, როცა ყოველწლიური სალდო 27 ათასია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას, რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია. 

რა ხანია წეროვანში, ,,ლოპოტში" სარეკლამო ბანერებია გამოკრული: იყიდება მიწის ნაკვეთი 2000 კვადრატული მეტრი. მ2 - 5 აშშ დოლარად. იქვეა მითითებული ტელეფონის ნომრები. სხვაგანაც - ხევ-ხუვებში, ველობებში, ყოველ ნაბიჯზე, ტოტალურად ვასხვისებთ საქართველოს - იყიდება წინაპართა სისხლით გაპოხილი მიწები მორბენალი სტრიქონებით, ელექტრონული და ბეჭდური განცხადებებით,  დილერებით,  ჩალიჩმაისტერებით,  ნიკო ლორთქიფანიძის სიმწრის ცრემლით თქმული სტრიქონების კვალობაზე...

თავის დროზე ჰილარი კლინტონისგან  ესოდენ ქებულ, მართლაცდა ზეფეშენებელურ იუსტიციის სახლში, სანიმუშოდაა დანერგილი უცხოელებისთვის მრავალათსწლოვანი ჩვენი ეზო-კარის ელვისებურად შეძენის პრაქტიკა. ოღონდაც ქართველი დავტოვოთ ცარიელ-ტარიელზე! აი, "ნაცხელისუფალთა" გახვანჯული საქმე, რომელიც დღემდე შეჩერებულია მხოლოდ და არავინ იცის რა მასშტაბებით ამოქმედდება ხვალ-ზეგ.

ქალაქს უცხო სხეულივით შემოეჭრა თბილისის ზღვაზე 26 000 ჩინელის კომპაქტური დასახლება,  როცა ბიუჯეტის ფულით დევნილების ლეგიონი ფოთში გადავისროლეთ ქვიშისგან ბაწრის საგრეხად. ახლა მიმდინარეობს საუბრები იმის შესახებაც, რომ ვერის ხეობის ტრაგედიის საპასუხოდ ზოოპარკი იქითკენ გადაიტანონ.  გაშიფრულია ციფრი 26 000-ის არსი - ცის თაღის სრული შემობრუნება პლანეტა დედამიწის თავზე, რაც ასტრონომიული დროით 25 980 წელიწადის ტოლფარდია, ანუ დამრგვალებულად - 26 000. და, აი, ეს 26 000  განგებ,  ალესილ დანასავით, ლაპლაპებს თბილისის კარიბჭესთან ჩამოსასახლებელი ჩინელების რაოდენობაში, რითაც დაფარული ცოდნის მოგვები ქვეტექსტურად გვეუბნებიან: გიხაროდეთ, ესენი ყივჩაღები არ გეგონოთ, ჩინელებია, ჩინის ხალხი, კალიასავით რომ მრავლდებიან და მალე წისქვილის დოლაბივით დაგიტრიალდებათ თავზე მათი სახით სრული ეროვნული დეგრადაცია, სრული დემოგრაფიული კატასტროფაო...

 



ბედნიერ მომავალს მიყურადებულს გზარავს ,,ნაცმოძელთა" სანაქებო იუსტიციის სახლის ბაქკანალია. (ამ საყურადღებო არქიტექტურულ კომპლექსში - ავტორი - მ. ფუკსასი -  იდუმალებს მზაკვრული ჩანაფიქრი: იგი ზედხედიდან ლოტოსია. ჰომეროსიდან ცნობილია ლოტოფაგების სემანტიკა - სამშობლომჭამელების, მამულიყლაპიების, გნებავთ - ქვეყნის გამყიდველების თუ ბოლშევიკური ,,ხალხის მტრების" შინაარსით.

მიუსადაგებ ამ დედააზრს იუსტიციის სახლის გარეგნულ ბრჭყვიალებას და ყველაფერი ნათელი გახდება. ამ მოსაზრების გასაძლიერებლად დამატებით შემოვიშველიებ თავად ლოტოსის მშვენიერი ყვავილის გამოსახულებას და კიდევ ნიუ-დელიში  1986 წელს აღმართულ ბაჰაის სათაყვანებელი ,,ლოტოსის ტაძრის" რეპროდუქციას (ავტორი - ფარიბორზ საჰბა), სადაც ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია ილოცოს, რამეთუ ეს მრევლი საკუთარი თავის დამვიწყებელი კასტაა, იგივე ჩინგიზ აითმათოვის მანქურთები რომანიდან ,,ი დოლშე ვეკა დლიტსია დენ").  აქ კი, ჩვენთან, ამ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, ფართო მასშტაბით ჩართულან ინდოელები, ჩინელები,  არაბები  და  კიდევ - ათასი ჯურის მოქალაქენი გაფაციცებული სომეხი თუ დოყლაპია ქართველი დილერების მესვეურობით.

 



მე მოვითხოვე საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურისაგან სტატისტიკური მონაცემები - თუ რამდენ უცხოელს,  რა ოდენობის მიწის ფართობი შეუძენია ლოტოფაგების იუსტიციის სახლის დაარსების დღიდან, მაგრამ მსგავსი ინფორმაციისათვის მათ საჯარო რეესტრის სააგენტოსკენ მიმითითეს.

 


თავად ქართველების დემოგრაფიული გენოციდის სქემა კი დაახლოებით ამგვარია მოყვარე მტრისგან: სამუშაო ადგილები მიზანმიმართულად არ იქმნებოდა წლობით. ,,მარტინ ბაუერი", სხვები განგებ  გვიჩანაგებდნენ სტრატეგიულ დარგებს - მეჩაიეობას, ენდემურ ჯიშებს, მსუბუქ მრეწველობას, მეაბრეშუმეობას... კიდევ მრავალი საშვილიშვილო მიმართულებას მოგვისარგალებენ ისინი მომავალში ეკონომიკური დივერსიებით. განუბაჟებლად შემოდიოდა და შემოდის ქვეყანაში სუროგატი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი. უცხოეთში საშოვარზე გადაგვიხვეწეს ქართველობა და შედეგად მივიღეთ ის, რომ ლამის მუქთად იყიდება დღეს ჩვენი საარსებო გარემო. ქვეყნის ბიუჯეტში შემოსულ მილიონებს კი  "ნაცმოძელების" პრივილიგებული ჩინოვნიკობა ითვისებდა  და ახლა მათთან კოჰაბიტირებული დღევანდელი ხელისუფლება ითვისებს უცხვირპიროდ ზორბა-ზორბა პრემიების, გაუმართლებელი მივლინებების, აღვირახსნილ ღრეობათა "საჭიროებისთვის" და ვინმეს თუ ოდნავ შეეხნენ სახალხო დოვლათის მისაკუთრების ბრალდებით, თურმე პოლიტიკური ზეწოლაა, პოლიტიკური ანგარიშსწორება!

საპასპორტო ვალდებულებანი ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია დაწესებული, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ კუთხით გიგა ბოკერიას სახელმწიფო ,,უშიშროების" საბჭოს საშიშროებიდან  დაწყებული თითსაც არავინ  ატოკებს დღესაც.  მაგალითისთვის, ერთი ჩვენი თანამოქალაქე ნ. შ. ვერაფრით გადაურჩა დეპორტაციას ირლანდიიდან,  დუბლინიდან იმისდა მიუხედავად, რომ იმათი ენა მშობლიურივით აითვისა, ყირმიზიც იყო და გავლენიან ხანდაზმულსაც უვლიდა მზრუნველობით. რა სურათია ჩვენთან?!

არალეგალი ზანგი ჯონსონ ვაესია ნიგერიიდან (თუკი მათხოვრის დაქართულებულს დაეჯერება), დღესაც ჯიუტად იწვდის ხელს "რუსთაველის" მეტროპოლიტენის შესასვლელთან. ეს ჟესტი ნეგროიდის თანამოქალაქედ აღიარების ფსიქოლოგიას ემსახურება. "გაიღეთ მოწყალება შავკანიანი ქართველის მიმართო!" გეჭედება გონებაში, თითქოს მეტროპოლიტენის ვაგონებში დაჩოქილი ბოშა მათხოვრების არიები არ გვყოფნიდეს.

ნავთსაყუდელის მაძიებელი ეს ნეგროიდები იმოსებიან თეთრი ჩოხა-ახალუხებით ჩვენი მიამიტი მოსახლეობის გულის მოსანადირებლად. მათ დეპორტაციაზე ხმის გაღება კი ქსენოფობიაა, რასიზმი.

უნებურად გეფიქრება, რომ ,,ნაცმოძელებს" მთელი პლანეტის საქართველოში შეყრა რომ განეზრახათ, "მეოცნებენიც" კვალში ნიჰყვებიან  სასაკლაოს გამოცდილებით!

ქართული მიწების დემოგრაფიული ფანდით დატაცების საქმეში გამოარჩევენ XXI საუკუნის ხანუმები, რომლებიც  ჩინებულად აკვარახჭინებენ არალეგალების ჩამოსიძებას ხუთივე კონტინენტიდან. დიახ, უცხოელების მოზიდვის ციებ-ცხელებაა გაჩაღებული დღეს საქართველოში ქართველების ამოსაძირკვად!

საილუსტრაციოდ, 1988 წლის აღწერით საქართველოში  5 424 400 მოქალაქე აღირიცხა. აქედან ქართველი - 71, 3 პროცენტია; 1995 წლის სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობა 5 061 700-ამდეა შემცირებული.  2003-ში - 4 315 200 მოქალაქეა. აქედან ქართველი 1979-ში - 3, 433 000 მოქალაქეა,  1989-ში - 3 787 000, 2002-ში - 3 661 000.

ამას მივუმატოთ საუკუნეობით გვარნაცვალი ათასობით "ქართველი" და ბოლო 9 წლის განმავლობაში "ნაცმოძელთა" საჩუქარი არალეგალების ჯგრო და მიმიხვდებით, სატაშფანდუროდ ნამდვილად არ გვცხელა.

 



პროტოიბერიული მოდგმის მისია გენიალური სალვადორ დალის ფერწერული ტილოთია მონიშნული - "ახალი ადამიანი..." - მიშვერილია თითი კავკასიას, საიდანაც უეჭველად უნდა აღმოცენდეს კაცობრიული ხსნა. (ქართული ვერსიით; ან დასამარდეს ოლიგარქიული მსოფლიოს ზრახვებით).

გავიხსენოთ იოანე-ზოსიმე: "დამარხულ არს ენაი (მოდგმა, ტომი, ზ. გამსახურდია) ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამითა ენითა. და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამ ენასა ლაზარე ჰქვიან". 

კანონი ატუსაღებს დამნაშავეს; მეთევზენი ზღვის მორიელს შხამს ამოაცლიან  და გაუშვებენ ხოლმე. ქართული მწერლობაც ასე იყო ოდითგან (ი. ჭავჭავაძე, ნ. მიწიშვილი, ნ. ნიკოლაძე, დ ყიფიანი, ა. ბაქრაძე, ზ. გამსახურდია), ამხელდა საზოგადოების წურბელას და სამშვიდობოს ისტუმრებდა ნიღაბახდილს, სანამ ეკლიან მაყვლოვანში არ გაიბურდა ეროვნული სიტყვიერება...

ჩვენი კრედო შეუთავსებელთა შეთავსებაა - თეზა-ანტითეზა-სინთეზი (ჰეგელი); ჩვენი კრედო თავისუფლებაა - შეგნებული აუცილებლობა; ჩვენი კრედო მრავალერთიანობაა - ნაწილისა და მთელის თანამშრომლობა (კანტი), მაგრამ ქვეყნიერებაც რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს! (რომაული სენტენცია). და აი, ამ საუნჯეების მეპატრონე ხალხს, რომელნიც დღესაც ჯიუტად ვიმეორებთ ზოგადკაცობრიულ სტრიქონებს: "იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა, წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისაო", 9 წელიწადია ულტრაგლობალისტი "ნაცმოძელები" უქართველებო საქართველოს გვიკმაზავდნენ ლოტოსის სახურავიანი იუსტიციის სახლის სალაფავით...  აწი ჩვენზეა დამოკიდებული სიცოცხლე გვინდა თუ სიკვდილი!

..."აი-ია" შუმერული "ან-ქი"-ს (ცა-მიწა, სამყარო) და მეგრული "ქი-ანა"-ს (სამყარო) დაშიფრული ჩანაწერია. იგი ეზოტერიკის ენაზე იკითხება როგორც - ან-ქი - ქიანა, ანუ ბრძენკაცი იაკობისგან ტოლობის ნიშანია დასმული შუმერულ და იბერიულისგან (სვანურ-ლაზ-მეგრულისგან) აღმოცენებულ ქართულს შორის.


                                „აი ია“


                      ა (ნ-ქ) ი (ქ) ი ა (ნ) (ა)


ეს ყველაფერი ეზოტერიკული წიაღსვლებითაა მოტანილი ჩვენამდე, საგანგებოდ შენიღბული ენით, სანამ მისი ხმამაღლა გაცხადების ჟამი მოაწევდეს და რადგანაც ასეთი ჟამიც დასდგომია პროტო-ქართულ ცივილიზაციას ჩვენსას, შედარებით გასაგები ენით ავუხსნით შთამომავლობას, თუ საიდან მოვდივართ, ვინ ვიყავით 10 000, 8 000, 4000, 2000 წლების წინათ, რათა მეტი გულისხმიერებით  მიადევნოთ თვალი პროტოიბერიელების ყოფიერების  სპირალს, რომლის მიხედვით ცხადლივ დალაგდება ჩვენი სულიერების ანი და ჰოე, ალფა-ომეგა, საწყის-სასრული...

რის გამო უნდა გვჯეროდეს ჩვენ, იბერიონელებს, ცრუპენტელა წყაროებისა, რომლებმაც აიეტის ასული მედეა ძმისმკვლელად აქციეს, თითქოს ხომალდ ,,არგოზე" ამოატყუებინეს ღვიძლი ძმა აფსირტე და ერგასეულ (50) მოხალისე პელაზგს ნაკუწებად აქცევინეს ჰელიოსის პატივმოყვარე ბადიში; ან იმ შეთითხნილი ,,დოკუმენტებისა", იგივე მედეას საკუთარი ხელებით რომ მოაკვლევინეს საკუთარი ვაჟიშვილები, როცა თავად დახოცეს სალოცავის კედლებს შეხიზნულები; რისთვის უნდა გვჯეროდეს, ჩვენ, იბერიონელთა კაცობრიული ცხოვრების პლაგიატური შინაარსის ინტერპრეტაციებისა, რომლებიც წარღვნის შუმერულ ტექსტებს თავიანთ ენებზე აამეტყველებენ, გადანათლავენ მის ჭეშმარიტ სულისჩმდგმელ უთანაფიშთიმს, ათარხასისს - ზიუსუდრად, ნოედ; ან ნიადაგ ჩასაფრებული გაღმა შემოდავებების, რომლებიც ურცხვად იჩემებენ ჩვენს ტაძარ-სალოცავებს, ,,ვეფხვისტყოსანსაც" კი, მაშინ, როცა თავად ვართ ამ და ათასჯერ მეტი მსოფლიო მნიშვნელობის ფასეულობათა შემოქმედნი?!

უდავოდ აღმაშფოთებელია "ასავალ-ასავალში" (#3, 21-27 იანვარი, 2013), იურ ღვინჯილიას სეპარატისტული ოფოფები: "...საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ნეონაცისტური სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია ერთი ეთნიკური ჯგუფი - ქართები, რომლებიც არ იძლევიან სხვა ხალხების, კერძოდ - მეგრელების, თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების უფლებას. ...საქართველოში კვდება ლაზური, მეგრული, სვანური ენები... გამო სავალი არის ერთი - ეს არის სამეგრელოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა".  სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, "ნეომაფალუისტ" ღვინჯილიას დვარეცი ეწვის სრულიად საქართველოს სახით და დირე-თავხეთა - შემადგენელი ნაწილების - გადარჩენაზე თუხთუხებს ბრმობილი ჭირისუფალივით.

 



თანადროულია ასევე "ფაზისის აკადემიის" მიერ ანათემას გადაცემული ენათმეცნიერების ჯგუფის  წარმოჩენა ტარიელ ფუტკარაძის ლოცმანობით. არანაირ აუცილებლობას წარმოადგენდა კვალიფიციურად მომზადებული მისი მონოგრაფია "ქართველები" თურქულ ენაზეც თარგმნილიყო,  მაგრამ... მაშინ ლაზური კულტურის გადასარჩენად თურქეთში ახლახან დაარსებულ ფონდს "ჩკუნი ბერეფე" (ჩვენი შვილები),  გაუიოლდებოდა ლაზი ბავშვებისათვის მშობლიური ენის სწავლების შემოღება დაწყებით კლასებში.  და, აი, ამას უმარჯვა ზურგში დანა ტ. ფუტკარაძის მიკერძოებულმა დოქტრინამ - არსებობს სალიტერატური ენა ქართული, ხოლო დანარჩენი - სვანური,  მეგრული, ლაზური - დიალექტებია.

ლაზური,  რომელიც მეგრულის ტყუპისცალია,  მოდის არა ქართულიდან, არამედ - პროტოიბერიულიდან - ქრთველურიდან. იძებნება მრავალი სანდო წყარო, რომელთა მიხედვით - შავთმიანი შუმერების შემოქმედი თევზკაცი (ზღვაოსანი) იოანია (ონასისი,  იგივე ენ-ქი, ბეროსის მიხედვით, ძვ. III). მოვა სამხრეთ მესოპოტამიაში ერითრიის ზღვიდან და აბორიგენ მოსახლეობას ასწავლის მიწათმოქმედებას, მესაქონლეობას, არხების გათხრას, დამწერლობას. და ეს ხალხი, დიახაც, უფალი ფუტკარაძის მიერ დაწუნებულ-დაკნინებული სვან-ლაზ-მეგრელია, რომელთა შვილებს "ბერე" ჰქვიათ მათებურად, ხოლო თავად "ბერ" შუმერულში მგელია. გამოდის, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი საქართველოში - "ბერ" ძირზე შექმნილი: ბერაძე,  ბერაია,  ბერია, ბერიძე,  ბერიკაშვილი,  ბერიტაშვილი, ბერიკაული, ბერიშვილი,   ბერუაშვილი,  ბერულავა,  ბერძული,  ლაზ-მეგრულია და ბერის - ეკლესიის მსახურის შთამომავალს კი არა, (რაც მათ საღვთო კანონით ეკრძლებათ დღესაც კი და ჩვენი  სავალალო დემოგრაფიული ვითარების გათვალისწინებით, ალბათ,  გადასინჯვას მოითხოვს საპატრიარქოსგან), ტოტემი მგლის ნაშიერს ნიშნავს, იგივე კურდიოგლუს, ვოლკოვს, ვულფს, მგელაძეს, გერგაიას, გერლიანს... ფუტკარაძე კი მიერეკება და მიერეკება თავისას - სვანური, ლაზურ-მეგრული ქართულის დიალექტებიაო, (რათა, თურმე აზერბაიჯანელებს, სომხებს  და სხვა ეთნოსებს საქართველოში არ გაუჩნდეთ მსგავსი პრეტენზიები. იმათ აქვთ სამშობლოები და სამართლიანია პატივი მიაგონ საქართველოს სახელმწეიფო ენას - ქართულს - უცხოობაში. როცა პირიქითაა საქმე - ჯერ იყო პაპა და მერე - შვილიშვილი; ჯერ იყო პროტოიბერიული (სვანურ-ლაზურ-მეგრული) - და შემდგომ - ქართული ენა, და არა ისე, როგორც ფუტკარაძენი წარმოაჩენენ: იყო და არის ქართული ენა ლაზურ-მეგრულ-სვანური დიალექტებითო.

განსხვავებულია ჩვენი პასუხისმგებლობა იბერიული მოდგმის მიმართ. ჩვენ მივაგენით შუმერული ენის გასაღებს - აი ია - ა(ნ-ქ)ი (ქ)ია(ნა) - ცა-მიწა - სამყარო. ხოლო ამ და სხვა საიდუმლოთა მფლობელი ხალხი - პროტოიბერიელები განფენილი იყო ინდოეთის ნახევარკუნძულიდან ევროპამდე (ი. ჯავახიშვილი, ვ. ჰუმბოლდტი, ზ. გამსახურდია).

თეთრი ალბიონი ამ რასის მეტსახელია და ნიშნავს ალიბეს (ჰომეროსი), ალბანს, ჰალიძონს, ხალიბს - კოლხს ზოგადად, დღევანდელ ქართველს. ატლანტიდის ცივილიზაციის დაღუპვის შემდეგ (პლატონი, რ. შტაინერი, ჰ. წულაია) ეს ხალხი აღვავსებთ მთელს მცირე აზიას და იწყება თეთრი რასის გაუგონარი მემსხვერპლეობა დანარჩენი მსოფლიოს გასაპოხიერებლად.

ჯერ პელაზგურ-ეტრუსკულია ეს სივრცე. კირკეს შთამომავალი რომულუსი - ძუ მგლის, დედალი ბერ-ის გამოკვებილია. ამ ჯიშ-ჯილაგს გვკაფავენ, გვანადგურებენ ათსწლეულობით, გვაიძულებენ ასიმილაციას - გამანქურთებას, გასხვაპურებას; შეგვყრიან ანისტორესიულ სამსალას (ისტორიული მეხსიერების დაკარგვა) და მაინც ფეხზე ვდგავართ და მაინც ჩვენი ჩამომავალნი არიან ამერიკასა თუ ნისლიან ალბიონში მოდრეიფე შოტლანდიელები, ირლადიელები, ისლანდიელები, ბასკები, ნორვეგიელები; "უფროს ედაში" სკანდინავიელების უმთავრესი ღვთაება ოდინი, (რომელსაც რაღაცნაირად ეხმიანება სვანების ვობი და მეგრელების ოდოია). თანმხლები მგლით - გერით მოსიარულეა ზამთარ-ზაფხულ. არ იცის ამ ხალხმა ჯეროვნად ჩვენი სისხლი სისხლთაგანები, ხორცი ხორცთაგანები რომ არიან, თორემ არავის დაანებებდნენ ჩვენს თავს საჯიჯგნად!!!


გური ოტობაია,
მწერალი.
06. 07. 2015 წ.
მობ.: + 995 571 21 27 70.