ოთარ აბესაძე:ოთარ აბესაძე: სამინისტრომ გამოცდა ჩააბარა!

ოთარ აბესაძე:ოთარ აბესაძე: სამინისტრომ გამოცდა ჩააბარა!

განათლების მინისტრის მოადგილე ოთარ აბესაძე უმაღლეს სასწავლებელში ვერჩარიცხული აბიტურიენტების პროტესტსა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმიანება: :

 

"როდესაც განათლების სამინისტროს წინ აბიტურიენტებმა დაიწყეს შიმშილობა ძალიან განვიცდიდი. განვიცადე არა ის, რომ ჩემს სამსახურთან იყო აქცია, არამედ ის, რომ ამ ახალგაზრდა ასაკში აპროტესტებდნენ პროტესტისთვის და არა კანონის უზენაესობისათვის.

 

ღამის სამ საათზე მივედი აქციაზე. 4 ადამიანი იყო. ჩამოვუჯექი ბორდიულზე და დავიწყეთ დეტალებზე საუბარი. მინდოდა კარგად გაეთავისებინათ, თუ რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და კანონის უზენაესობა.

 

ვისაუბრეთ ყველა დეტალზე, რომ რეალურად ნებისმიერ კონკურსს ყავს გამარჯვებული და დამარცხებული. ვთხოვე გაეგოთ, რომ მათი პროტესტი იქნებოდა სამართლიანი თუ ისინი მოითხოვდნენ უკეთეს კონკურენტულ და სწორ პირობებს აბიტურიენტებისათვის. ავუხსენი სახელმწიფოს როლი უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის დარგში, რომ ადრე თუ იყო ლიმიტირებულად შესავსები უმაღლესი სკოლები და ა.შ. ეხლა როდესაც განაცხადს აკეთებდნენ შეეძლოთ განუსაზღვრელი რაოდენობით ჩაეწერათ მათ შორის ის უნივერსიტეტებიც, რომლებშიც მეორად მოხვედრას ეხლა ითხოვდნენ. ავუხსენი, რომ ეხლა რომ სკოლა დაამთავრეთ და წიგნები გქონდათ უფასოდ ამ უწყების გაკეთებული რეფორმაა რის წინაც ეხლა ზიხართ. ავუხსენი, რომ ის უფასო 21 სპეციალობა, რომელზეც მოხვედრა უნდოდა ყველას ეგ პროექტიც ამ სამინისტროში "დამზადდა" და ერთ-ერთი ავტორი ვიყავი. ავუხსენი ის მაქსიმალური ჩართულობა რასაც სახელმწიფო აკეთებს და ქმნის კონკურენტულ, სამართლიან გარემოს. რეალურად ამ მიმართულებით არ ქონიათ არანაირი შეკითხვა, პირიქით... ვთხოვე შეეცვალათ "პოზიცია" და მათ ელაპარაკათ ჩემთან როგოც განათლების სამინისტროს, დაეცვათ კანონი და ობიექტურობა. ვფიქრობ კაგად ესმოდათ, მაგრამ იგრძნობოდა სხვა დეტალები, სხვა ინტერესები, სხვისი ინტერესები.... არ მინდა შევეხო პოლიტიკას. სიბინძურე სწორედ ამაშია, რომ ბავშვებს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად ე.წ. "პოლიტიკური სეზონის გასახურებლად".

 

სიტუაცია არის შემდეგი. ეხლა, რომ მოხდეს მეორადი ჩარიცხვა მაშინ რეგისტრაციები უნდა დაიწყოს ხელახლა და რა ვქნათ ჩვენ? რამოდენიმე აბიტურიენტს, რომელმაც არ შეავსო უნივერსიტეტების ჩამონათვალი და არ აითვისა ყველა შეთავაზება მათ გამო 28 0000 მდე აბიტურიენტს, რომელმაც ჩააბარეს და გახდნენ სტუდენტები ხელახალი რეგისტრაცია მოვთხოვოთ? ხელახლა გადანაწილდეს გრანტები და ყველაფერი? და ეს არის სამართლიანი? ეს რომ გაკეთდეს ეს იქნება სახელმწიფო დანაშაული ! რას ითხოვთ ჩვენგან? რომ სისტემა, რომელიც საათივით გამართულად მუშაობს ჩამოვშალოთ?

 

არა მეგობრებო, პირიქით ! საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არის საგანმანათლებლო სისტემაში კანონის უზენაესობის გარანტი. შეგვედავეთ ნებისმიერ კანონზე რომელიც მივიღეთ და არის საზიანო გინდ აბიტურიენტისათვის და გინდ სტუდენტისათვის, მაგრამ არანაირად არ მივიღებთ იმ პროტესტს და ა.შ. რომელიც მიმართულია პირდაპირი მნიშვნელობით სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ!!!

 

გილოცავთ მეგობრებო, თქვენ საცხოვრებლად გადახვედით სხვა ქვეყანაში. სადაც აქციაზე სხედხართ და პოლიციას წყალი მოაქვს, სადაც კანონი მორგებულია თითოეულ თქვენგანზე და სადაც სამინისტროს "მაღალჩინოსანი" მოდის აქციაზე და თქვენს პლედზე დამჯდარი გელპარაკებათ ყველა დეტალზე ღამის 3 საათზე.

 

მე ვთვლი, რომ სამინისტრომ გამოცდა ჩააბარა და სახელმწიფო შედგა !!!", - წერს აბესაძე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: