Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
7-09-2015, 14:05
ნანახია: 785

კახა კალაძე: დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში

ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას ენერგეტიკის მინისრტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ უპასუხა.  რამდენად ჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს ფედერაციაში და უჭერენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის კანდიდატურას მხარს:  

 

"ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებს რაც შეეხება, ამ სპორტის დიდი სიყვარულიდან გამომდინარე, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება ფეხბურთი საქართველოში, რა დონეზე იქნება ის. რაც შეეხება ხელისუფლების ჩარევას, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არავინ ჩაერევა და ვერ გაბედავს ამას. ზოგიერთი კანდიდატის პრეზენტაციაზე დავინახე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომლებიც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტულ ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ამას გულისხმობთ ჩარევად, არ მგონია, ეს სწორი იყოს. ის ადამიანები გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებას და ამ შემთხვევაში მხარს უჭერენ რევაზ არველაძეს და ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა კალაძემ.