Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
8-09-2015, 13:06
ნანახია: 744

უწმინდესის  გადაწყვეტილებით, ღვთისმშობლის კვართი დარჩება ზუგდიდში

საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ღვთისმშობლის კვართი და სიწმინდეები დარჩება ზუგდიდში.

 

დღეს 8 სექტემბერს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი, რომლის დასრულების შემდეგაც ზუგდიდის საზოგადოებასა და მრევლს გააცნო პატრიარქის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით.

 

მისი ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არ ეთანხმება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილის ლევან ხარატიშვილის მიერ ხელმოწერილ განკარგულებას, რის საფუძველზეც სამინისტრომ ნება დართო ხობის დედათა მონასტრის წინამძღვარს დეკანოზ ილია ლომაიას "ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ არქიტექტურულ მუზეუმში" დაცული სიწმინდეებისა და ღვთისმშობლის კვართის გადაბრძანებაზე ხობის ხარების დედათა მონასტერში.

 

მინისტრის ამ გადაწყვეტილებამ ადგილობრივი მოსახლეობის აღელვება გამოიწვია, რადგან მინისტრის მოადგილემ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების გარეშე გაცსა განკარგულება და ნებართვა სიწმინდე გასულიყო ქალაქიდან.

 

გუშინ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი შეხვდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, რომლის გადაწყვეტილებით ღვთისმშობლის კვართი თუნდაც ერთი დღით, არ იქნება გადაბრძანებული ხობში.

 

 

წყარო: http://medianews.ge/ge/iliameorisgadatskvetilebitghvtismshobliskvartidarchebazugdidshi/110936