Iverioni
«    სექტემბერი 2018    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სექტემბერი 2018 (9)
აგვისტო 2018 (17)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
8-09-2015, 19:17
ნანახია: 447

კახა კახიშვილი:ვერც ჩემი თანამშრომელი და ვერც პატიმარი,  სპეკულაციით ვერაფერ პრივილეგიას მოიპოვებს!

სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა პატიმარ შალვა აბულაძის პატიმრობაში ყოფნის პირობების თაობაზე დასმული კითხვის კომენტარებისას განაცხადა, რომ მინისტრად დანიშვნისთანავე დაინტერესდა საკითხით, რატომ იყო სუაბარი შალვა აბულაძისთვის ტანსაცმლის გადაცემა-არ გადაცემის შესახებ. კახიშვილის ინფორმაციით, შალვა აბულაძეს შესთავაზეს ტანსაცმელი, რომელიც პატიმრებს აცვიათ, მან კი იუკადრისა. კახიშვილის თქმით, ამის მიუხედავად მან განკარგულება გასცა და ცალკე ტანსაცმელი შეისყიდეს, რომელსაც აბულაძე არ იბარებდა.

 

"ალბათ უფრო მეტად უნდოდა აფიშირებული ყოფილიყო, რომ ტანსაცმლის გარეშე დადის, მაგრამ დავავალე, ტანსაცმლის გადაცემის ვიდეო კამერით გადაღება. როდესაც ეს გავაკეთე, შემდგომში ტანსაცმლის მიღებაზე უარი ვერ თქვა. ამის შესახებ ჩავაყენე საქმის კურსში სახალხო დამცველი. ასე რომ, არა მხოლოდ შალვა აბულაძე, არამედ ნებისმიერი პატიმრის კანონით დადგენილი უფლებები იქნება უზრუნველყოფილი. გპირდებით, სპეკულაციით ვერაფერ პრივილეგიას ვერავინ მოიპოვებს, ვერც ჩემი თანამშრომელი და ვერც პატიმარი", - განაცხადა კახა კახიშვილმა.