Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
8-09-2015, 19:23
ნანახია: 745

კომპანია "არემჯი" სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც "არმეჯიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა, კომპანიას სასამართლო დავა მოუგეს. 

 

როგორც "არემჯიში" განმარტავენ, გადაწყვეტილება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო და, ბოლნისის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, კომპანია მისი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ იმსჯელებს. 

 

"კომპანია "არემჯი" ეხმაურება პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას 14 ყოფილი თანამშრომლის სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ხსენებულ დავაზე გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა პირველი ინსტანციის მიერ. ამ ეტაპზე დავა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა და, ბოლნისის რაიონული სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, კომპანია იმსჯელებს მისი ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების შესახებ", - ნათქვამია "არემჯის" განცხადებაში.

 

კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ პროფკავშირების მხრიდან ადგილი აქვს მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებსა და დეზინფორმაციებს. 

 

"აქვე გვსურს კიდევ ერთხელ ვამხილოთ პროფკავშირი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ ქმედებებში კომპანია "არემჯის" წინააღმდეგ. კერძოდ, სიმართლეს არ შეესაბამება პროფკავშირის განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს შრომითი კოლექტივის ყოფილი წევრების მიმართ, ადგილი ჰქონდა რაიმე სახის ზეწოლას სარჩელზე უარის თქმის მიზნით. დავის პროცესში, მოსარჩელეთა უმეტეს ნაწილთან, კომპანიამ მიაღწია შეთანხმებას ურთიერთმისაღებ პირობებზე, რის გამოც, მათ უარი თქვეს დავის განხილვაში შემდგომ მონაწილეობაზე. ნაწილი მოსარჩელეებისა უკვე დასაქმებულია კომპანიაში, ხოლო დარჩენილი ნაწილის დასაქმება იგეგმება უახლოეს მომავალში. პროფკავშირის მორიგი დეზინფორმაციული განცხადებიდან გამომდინარე, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ პროფკავშირი იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ დავის პირველ ინსტანციაში დასრულებამდე მოსარჩელეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, მხარეებმა პროფკავშირის დახმარების გარეშე გამონახეს საერთო ენა და მიაღწიეს შეთანხმებებს ურთიერთმისაღებ პირობებზე", - ნათქვამია კომპანია "არემჯის" განცხადებაში.