Iverioni
«    ივნისი 2020    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 
ივნისი 2020 (4)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
8-09-2015, 21:31
ნანახია: 717

ელენე ხოშტარია:მთავრობა ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია რუსეთთან ურთიერთობა დავარეგულიროთ

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებლის ელენე ხოშტარიას განცხადებით, მთავრობა ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და თან გავხდეთ ნატო-ს წევრები. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში" დისკუსიაზე განაცხადა. 

 

"მათ გააძლიერეს ძლიერი და რბილი ძალა. რაც შეეხება რბილ ძალას, რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეუმჩნევლად შეცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში. ფაქტია, რომ ამჟამინდელ მთავრობაში არის ჯგუფი მკაფიოდ პრორუსული ძალების, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობენ პრორუსულ შესაძლებობებზე. ნინო ბურჯანაძე როგორც კი ჩამოვიდა მოსკოვიდან, მოკვდა როგორც პოლიტიკოსი. მაგრამ ახლა მარტო ნინო ბურჯანაძე კი არა, ისმის სხვა მესიჯებიც პრორუსულ შესაძლებლობებზე. ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ, ღიად უჭერს მხარს პრორუსულ, პროქართულ, ანტიევროპულ გაზეთებს, ტელევიზიებს აძლიერებს მათ, აფინანსებს, აკეთებს ისეთ გზავნილებს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის ერთადერთი გადამრჩენი და მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ. ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და თან გავხდეთ ნატო-ს წევრები", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.