Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-09-2015, 14:09
ნანახია: 796

თამარ სანიკიძე:  საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდება

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის განცხადებით, საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდება, რაც შეეხება კერძო სკოლებს, აქ სახელმძღვანელოები გარკვეული კატეგორიების მიხედვით დარიგდება, ამის შესახებ მინისტრმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, კარძო სკოლებში სახელმძღვანელოებს უფასოდ ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები და სხვები მიიღებენ.

 

"სახელმძღვანელოების პროგრამა გრძელდება და ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ხოლო კერძო სკოლებში გარკვეული კონტიგენტი მოსწვალეებისა, ესაა ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები და ა.შ. მიიღებენ ყველა საგნის სახელმძღვანელოს. როგორც შარშან, წელსაც გვექნება ნაზავი, გამოყენებული და ახალი სახელმძღვანელოებისა, სამუშაო რვეულები ახალი იქნება. ვიცი, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა ამასთან დაკავშირებით და რეალურად დაზარალდა საზოგადოება, რომელსაც სწორი ინფორმაცია ჯერ კიდევ არ აქვს. ყველა მშობელს განვუმარტავ, რომ არავითარი აუცილებლობა არ არსებობს წიგნის შეძენის, ყველა მოსწავლეს ექნება ისეთი სახელმძღვანელო, ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არის სასწავლო პროცესისთვის გამოსადეგი", - განაცხადა განათლების მინისტრმა.