Iverioni
«    დეკემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
დეკემბერი 2019 (5)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
9-09-2015, 14:52
ნანახია: 665

კოლუმბიის უწყებათშორისი დელეგაცია საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითრების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ის და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები კოლუმბიის რესპუბლიკის უწყებათშორისი დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

 

დელეგაციის შემადგენლობაში ექვსი სხვადასხვა უწყების კოლუმბიის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის სამინისტროს, შემოსავლების და საბაჟო სამსახურის, სამოქალაქო რეესტრის ადმინისტრაციული დეპარტამენტის, უსაფრთხოებისა და გადაუდებელ საქმეთა სააგენტო "123"-ის, სანოტარო და რეგისტრაციის სამსახურის და საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იყვნენ.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა კოლუმბიის დელეგაციის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. სტუმრები ასევე სსიპ საგანგებო სიტუაციბის მართვის სააგენტოს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112"-ის და მომსახურების სააგენტოს საქმიანობას გაეცნენ.