Iverioni
«    ოქტომბერი 2019    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
ოქტომბერი 2019 (2)
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
10-09-2015, 13:58
ნანახია: 695

ფონდ

ფონდ "ივერიისა"-ს ადმინისტრაცია პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს. 

 

"პაატა ბურჭულაძემ მხოლოდ გამოთქვა თავისი გულწრფელი სურვილი იმის შესახებ, რომ კარგი იქნებოდა, 2017 წლის 25 დეკემბერს, როდესაც ტაძარი დასრულდება, მთელ ქართველ ერს ლოცვითი მსვლელობით სამეგრელოდან ერთი დღით ჩამოებრძანებინა ღვთისმშობლის კვართი მახათას მთაზე და სრულიად საქართველოს მოელოცა ეს უდიდესი სიწმინდე. ბატონ პაატას რომ ჰქონოდა ინფორმაცია კვართის გადაბრძანებასთან დაკავშირებით არსებული მღელვარების შესახებ, მის ამ სურვილს ალბათ არ გამოთქვამდა.

 

რაც შეეხება 21 სექტემბერს ღვთისმშობლობას, მახათას მთაზე ამ დღეს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაგეგმილია ჯვრის აღმართვა. სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ, მოხდა ამ ორი თემატიკის ერთმანეთთან დაკავშირება, რასაც შემდგომში მოჰყვა გაუგებრობა.

 

თხოვნით მივმართავთ ჟურნალისტებს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემასთან დაკავშირებით შემდგომ მსჯელობას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქომ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ჩამობრძანების შესახებ პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

 

"ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ ზუგდიდელებთან ახლახან გაკეთებულმა შეთავაზებამ ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში, ა.წ. 21 სექტემბერს ჩამობრძანების შესახებ, ამ სიწმინდესთან მიმართებაში არსებული ისედაც დაძაბული ვითარება უფრო გაამწვავა, რადგან საზოგადოების ნაწილმა ეს ნათქვამი საქართველოს საპატრიარქოსთან დააკავშირა.

 

ვაცხადებთ, რომ ბატონ პაატა ბურჭულაძის მიერ გახმოვანებული ზემოაღნიშნული აზრი არის მისი იდეა. ასეთ თემებზე კი ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა დაუშვებელად და მიუღებელად მიგვაჩნია. რაც შეეხება ღვთისმშობლის შობის დღეს (21 სექტემბერი) ღვთისმშობლის კვართის ხობის მონასტერში გადაბრძანების სურვილს, ამისი საფუძველი, მართალია, არსებობს, რადგან ისტორიულად ეს სიწმინდე ხობის მონასტერში იყო დაცული, მაგრამ ბოლო წლების მოვლენებმა აჩვენა, რომ ჩვენი საზოგადოება ამისთვის ჯერ მზად არ არის, რადგან არ შეიძლება ეს პროცესი გაუგებრობის, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე განხორციელდეს, არამედ ლიტანიობით უნდა აღესრულოს და საერთო სიყვარულითა და სიხარულით უნდა იყოს მოცული.

 

ყველა საქმეს თავისი დრო აქვს. მით უმეტეს ეს უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დიდ საუნჯესთან მიმართებაში. ღვთისმშობლის პერანგი ერთიანი საქართველოს ისეთივე სიმბოლოა, როგორც სვეტიცხოველში დაკრძალული უფლის კვართი. მათი მადლი კი ყველგან შეეწევა მორწმუნეთ", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.