ჯაბა სამუშია: თვითონვე ქნიან პრობლემას და უნდათ ამ პრობლემის მოსახლეობისთვის თავზე მოხვევა

ჯაბა სამუშია:  თვითონვე ქნიან პრობლემას და უნდათ ამ პრობლემის მოსახლეობისთვის თავზე მოხვევა

თბილისის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე სიცრუეს უწოდებს საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენელთა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ელექტროენერგიაზე სუბსიდირებასთან დაკავშირებით დოკუმენტის შესახებ გადაწყვეტილებას მერია ერთპიროვნულად იღებს.

 

სამუშიან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა,რომ  დოკუმენტის შემუშავების პროცესში საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელი მონაწილეობს.

 

,,არ მესმის საიდან მოაქვთ მსგავსი განცხადებები, თვითონვე ქნიან პრობლემას და უნდათ ამ პრობლემის თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის. ტყულია! დოკუმენტის სამუშაო ჯგუფში არის წარმოდგენილი საკრებულოს შესაბამისი კომისიის წარმომადგენელი, თუმცა ის არ არის ოპოზიციის წარმომადგენელი"", - ამბობს სამუშია.

 

თბილისის საკრებულოს ოპოზიცია აცხადებს, ელექტროენერგიაზე სუბსიდირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თბილისის მერია საკრებულოსგან დამოუკიდებლად მიიღებს.

 

,,როგორც ჩანს, ნარმანია უმზადებს თბილისელებს მძიმე ზამთარს. კომუნალური გადასახადების ტარიფების გაზრდის შემდეგ დედაქალაქის 90 %-მდე მოსახლეობას მოეხსნება კომუნალური დახმარებები"", - განაცხადა შოშიაშვილმა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: