Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
13-09-2015, 17:59
ნანახია: 809

რა საუბარი შედგა პატრიარქსა და განათლების მინისტრს შორის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ?!

რა საუბარი შედგა პატრიარქსა და განათლების მინისტრს შორის ეროვნული სასწავლო გეგმის შესახებ? ბიზნესმენი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამფუძნებელი და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო გეგმა მიუღებელია და ის ეწინააღმდეგება ეროვნულ ფასეულობებს. ვასაძის თქმით, სამინისტროს ახალი დებულების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს საპატრიარქოსაც. ბიზნესმენის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მინისტრი პატრიარქმა დაიბარა და უსაყვედურა. როგორც ვასაძემ გადაცემა "სწოტ ანალიზში" აღნიშნა, განათლების სამინისტროს არ მართავს მინისტრი და სამინისტროში უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები მართავენ პროცესს. ვასაძის თქმით, დებულების დანახმად, დაწყებითი კლასის ბავშვებს ავალებენ ითამაშონ სხვადასხვა რელიგიური როლი. მისივე თქმით.

 

"საზოგადოების ცნობილ ადამიანებსაც ჰქობდათ ამაზე რეაქცია, რეზო ამაშუკელმა დაურეკა მინისტრს და თავისი აზრი მოახსენა. მინისტრი დაიბარა პატრიარქმა და უთხრა - ეს რა არისო. ჯერ ერთი ეს კონკორდანტის პირდაპირი დარღვევაა. ერევი ზნეობის, ბავშვების აღზრდის საქმეებში. სახელმწიფოს ფუნქცია არის აღადგინე მიელბი, დააგე ასფალტი... შენ არ უნდა ერეოდე ბავშვების აღზრდაში, თან ვისი დაკვეთით?! შეერთებული შტატების და ევროპის? მე ვარ პირველი აპოლოგეტი კარგი ევროპის და შეერთებული შტატების, მაგრამ არის რაღაცეები რაშიც არაფერი გვაქვს სასწავლი ამერიკელებისა და ევროპელებისგან. ხომ არ შეიძლება ყველაფერში შეგირდები ვიყოთ ყველასი. ამერიკელებისა და ევროპელებისგან იმის სწავლება როგორ ავღზარდოთ შვილები და როგორ ვეურთიერთოთ ცოლებს, იგივეა ქართველმა მეგზევეებმა ამერიკელებს ასწავლონ, როგორ დააგონ ასფალტი, ან სილანდიელებმა გვასწავლონ ღვინის დაყენება, ან კიდევ რუსებმა მრავალხმიანობა. ბავშვებს ავალებენ, რომ ითამაშონ სხვადასხვა რელიგიური როლი, მონათლულს არ აქვს უფლება სხვა ლოცვის, იგივე მუსულმანს არ აქვს უფლება ქრისიტინული როლი განასახიეროს"-განაცხადა ვასაძემ.

 

 

წყარო: http://newposts.ge/?l=G&id=8642