Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (1)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
14-09-2015, 19:05
ნანახია: 914

ზურაბ ტყემალაძე:ყურძნის ჩაბარების ფასზე დარგობრივი კომიტეტი ხვალ სხდომის ჩატარებას აპირებს

კახეთში ყურძნის ჩაბარების ფასთან დაკავშირებით პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ხვალისთვის სხდომის ჩატარებას აპირებს. აღნიშნული განცხადება კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

 

"პარასკევს, კომიტეტის სხდომაზე გიორგი ღვინიაშვილის ინიციატივითა და ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით მევენახეები მოვიდნენ. მათ დავპირდით, რომ ორშაბათს ან სამშაბათს კომიტეტის სხდომას ჩავატარებდით. ამ სიტყვას არ გადავალთ. კომიტეტის სხდომის ჩატარებას სწორედ სამშაბათს ვაპირებთ", -- განაცხადა ზურაბ ტყემელაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

 

შეგახსენებთ, რომ კახელი მევენახეები ყურძნის ჩასაბარებელი ფასის გაზრდას ითხოვენ და რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციებს მართავენ