Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
სექტემბერი 2019 (1)
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
15-09-2015, 12:17
ნანახია: 1252

თინათინ ხიდაშელი ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

"ჩვენი მთავარი მიზანი ცხადზე უცხადესია, გვსურს დემოკრატიული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობა", - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმი დემოკრატიისთვის" მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 

"ჩვენს ევროპულ, დემოკრატიულ არჩევანს საფრთხეს არადემოკრატიული სახელმწიფო უქმნის. ამ გზაზე ჩვენი ქვეყნის მარტო დატოვება ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, რომელიც დამანგრეველ შედეგებს მხოლოდ საქართველოსთვის არ მოიტანს", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, საქართველო არ არის იდეალური სახელმწიფო მაგრამ ისე, როგორც არასდროს, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ქვეყანაში სახელმწიფო ინსტიტუტები, სწორედ, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებით იმართება.

 

ვილნიუსის საპარლამენტო ფორუმი მსოფლიოს მრავალი ქვეყნის პარლამენტის მოქმედ და ყოფილ წევრებს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ინტენსიური და აქტიური მხარდაჭერა მსოფლიოში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერებისთვის. 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი უკვე შეხვდა ლიტვის პრეზიდენტს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს, ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს. თინათინ ხიდაშელმა ლიტვის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან საქართველო-ნატოს თანამშრომლობის გზაზე მაქსიმალური მხარდაჭერის დაპირება მიიღო.

 

"ვილნიუსი" მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და ყველა პოლიტიკური საშუალებით ცდილობს, ლობირება გაუწიოს საქართველოს ინტერესებს ევროკავშირსა და ნატოში.

 

ფორუმზე სიტყვის გამოსვლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ შეხვედრებს გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ ლონდონში გააგრძელებს.