ირაკლი შიოლაშვილი: ერთ კილოგრამ ყურძენში გლეხი იმაზე ორჯერ მეტ თანხას აიღებს, ვიდრე მისი მოვლა-პატრონობა უზის

ირაკლი შიოლაშვილი: ერთ კილოგრამ ყურძენში გლეხი იმაზე ორჯერ მეტ თანხას აიღებს, ვიდრე მისი მოვლა-პატრონობა უზის

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, სპეციალისტების გათვლით, ერთი კილოგრამი ყურძენი გლეხს ის თანხა უჯდება, რასაც სახელმწიფო სუბსიდიის სახით იხდის. 

 

როგორც შიოლაშვილმა "მაესტროს ცხრიანის" ეთერში განაცხადა, საერთო ჯამში, ერთ კილოგრამ ყურძენში გლეხი იმაზე ორჯერ მეტ თანხას აიღებს, ვიდრე მისი მოვლა-პატრონობა გლხეს უზის. 

 

"სხვათაშორის ეს სპეციალისტებმა, მათ შორის სამინისტრომ, სხვადასხვა ფერმერებმა დათვალეს და ზუსტად იმდენი ჯდება ყურძნის თვითღირებულება რამდენსაც სახელმწიფო სუბსიდიას უკეთებს მხოლოდ ფერმერს. დანარჩენი რასაც კერძო ქარხანა იხდის ეს უკვე სუფთა მოგებაა მათი. ასე, რომ მე გლეხებს ვერ დავეთანხმები, რომ დღეს მათ ვთავაზობთ იმ თანხას, რომელიც მათ შხამქიმიკატებში დახარჯეს. ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა გლესხს დაახლოებით 35-40 თეთრი უჯდება. დღეის სარეალიზაციო თანხა, კერძო სექტორში თეთრი ყურძნის 70 არის ხოლო საფერავთან მიმართებაში არის 85 თეთრი,"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა "მაესტროს ცხრიანის" ეთერში.

 

ამასთან გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მთავრობა მხოლოდ სუბსიდირების საკითხში ერევა.

 

"მთავრობა მხოლოდ სუბსიდირების ნაწილში ერევა. მთავრობა ჩუქნის კახელ გლეხს 35 თეთრს თეთრ ყურძენში, ხოლო 15 თეთრს საფერავში, იმისთვის, რომ გარკვეული პრობლემები არის შექმნილი მსოფლიოში. პრობლემები არის ეკონომიკის და რეალიზაციის თვალსაზრისით",-განაცხადა შიოლაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: