პარლამენტი მთავრობის საქმიანობის 6 თვის ანგარიშს განხილავს

პარლამენტი მთავრობის საქმიანობის 6 თვის ანგარიშს განხილავს

პარლამენტი მთავრობის საქმიანობის 6 თვის ანგარიშის განხილვას იწყებს. დოკუმენტის შესახებ ბიუროზე იმსჯელებენ სადაც გადაწყდება, თუ როდიდან დაიწყება საკითხის განხილვა კომიტეტებში.

 

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანგარიში ზუსტად ასახავს ქვეყანაში გაუმჯობესებულ ვითარებას ყველა მიმართულებით, თუმცა მათივე განცხადებით არსებობს გარკვეული ხარვეზები. მმართველი გუნდის შეფასებას და ოპტიმიზმს არ იზიარებს ოპოზიცია.

 

დოკუმენტს, რომელიც 90 გვერდისგან შედგება ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, თუმცა როგორც ცნობილია ის პარლამენტში მისვლას არ აპირებს და დეპუტატთა შეკითხვებზე სავარაუდოდ მინისტრებს მოუწევთ პასუხის გაცემა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: