ვასილ მაღლაფერიძე: ცბიერი ბედის ირონიაა, რომ თავად უგულავამ და ნაცებმა უჩივლეს მათ მიერვე მიღებულ დრაკონულ კანონს

ვასილ მაღლაფერიძე: ცბიერი ბედის ირონიაა, რომ თავად უგულავამ და ნაცებმა უჩივლეს მათ მიერვე მიღებულ დრაკონულ კანონს

"წყალნი წავლენ და წამოვლენ, პრეცედენტები დარჩებიანო!" - პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს:

 

"გუშინ რეალურად მოხდა ის, რომ ნაცების მიერ შემოღებული ნორმა გაუქმდა (იმედია, სამუდამოდ!), რომლის მიხედვითაც, ადამიანი შეიძლებოდა ცხრა თვეზე (ესეც ძალიან ბევრია!) მეტ ხანს მჯდარიყო ციხეში. იმედია, საქართველოში ასეთი რამ აღარ მოხდება, რაც კარგია!

 

ცბიერი ბედის ირონიაა, რომ თავად უგულავამ და ნაცებმა უჩივლეს მათ მიერვე მიღებულ დრაკონულ კანონს, რომელიც ჩრდილოეთ კორეას გვამსგავსებდა. საკუთარი ხელით ავსებენ სხვისთვის ნათხარ ორმოს, რაც ასევე კარგია.

 

P. შ. ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არა აქვს უგულავას ბრალეულობის საკითხთან, რასაც სასამართლო დაადგენს", - წერს ვასილ მაღლაფერიძე. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: