Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
18-09-2015, 14:04
ნანახია: 899

მოსამართლემ გიგი უგულავას ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

გიგი უგულავა და მისი ადვოკატები რიყის ტერიტორიისა და "თბილსერვისის" საქმის განხილვის ერთი კვირით გადადებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

 

შუამდგომლობას ადვოკატებმა რამდენიმე საფუძველი დაუდეს, კერძოდ, მათი განცხადებით, პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები კეთდებოდა და ემოციური ფონის ჩაცხრომა უნდა მოხდეს, რის შემდეგაც პროცესი უნდა გაგრძელდეს.

 

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გუშინდელი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავა გათავისუფლდა, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა თამაზ მეჭიაურმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "რამდენიმესაათიანი ზეიმი ზეიმად დარჩება, თუკი გიგი უგულავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა". ბექა ბასილაიას განცხადებით, უნდა ჩაცხრეს ემოციური ფონი და ამის შემდეგ უნდა გაგრძელდეს პროცესი.

 

გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატმა დათო გვიშიანმა კი პროცესზე განაცხადა, რომ მიუხედავად ერთკვირიანი ვადისა, მან სრულყოფილად საქმის მასალების გაცნობა ვერ მოახერხა, იქიდან გამომდინარე, რომ ახალი ჩართულია საქმეში. მან კიდევ ერთი კვირა ითხოვა სხდომის გასაგრძელებლად. ერთ-ერთი საფუძველი ისიც იყო, რომ დაცვის მხარე გადაიღალა ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით და მომზადება სჭირდება.

 

მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პროცესი გაგრძელდა დასკვნითი სიტყვით. ამ წუთებში სასამართლოში დასკვნითი სიტყვის იმ ნაწილს, რომელიც დაცვის მხარეს წარმოსადგენი ჰქონდა, სახაზინო ადვოკატი დათო გვიშიანი ამბობს.