Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
19-09-2015, 09:13
ნანახია: 940

ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ნინო სულაბერიძეს მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო

ჟურნალისტ ნინო სულაბერიძის დასახმარებლად, რომელსაც თავში სიმსივნე აღმოაჩნდა, ამჟამად რუსთაველის გამზირზე საქველმოქმედო ღონისძიება მიმდინარეობს.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ნინო სულაბერიძეს მერიის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოეყო.

 

"პრემიერის ბრძანებით მერიას დაევალა, რომ სარეზევო ფონდიდან გამოიყოს თანხა ნინო სულაბერიძის დასახმარებლად. ამჟამად თანხის ოდენობა უცნობია, თუმცა მერიას და პრემიერს გამოჩენილი ყურადღებისთვის დიდ მადლობას ვუხდით.

ალბათ ეს არ იქნება საკმარისი თანხა, რომ სულაბერიძე სამკურნალოდ გერმანიაში გაემგზავროს. თუმცა ყველას დიდ მადლობას მოვახსენებთ, ვინც მის დასახმარებლად მცირეოდენი თანხა გაიღო."- განაცხადა "რეპორტიორთან" ირინა არდაშელიამ.

 

15 სექტემბერს გერმანიაში დაგეგმილი თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია გადაიდო, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ნინოს ანგარიშზე მისთვის საჭირო თანხის მეათედიც ვერ შეგროვდა...

 ნინო სულაბერიძის დასახმარებლად  მეტრო რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე  საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა და კონცერტი გაიმართა. ღონისძიება 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდა.

საღამოზე გაიმართა  ზურა სალუქვაძის წიგნებისა და ინცა ჰანდმადე-ის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

წიგნების გამოფენა-გაყიდვაში ასევე ჩაერთო  გამომცემლობა ,,საუნჯე". ღონისძიება მოხალისე მომღერლების კონცერტმა დაასრულა.  

 შემოსული თანხა კი ჟურნალისტ ნინო სულაბერიძის ანგარიშზე გადაირიცხება (საქართველოს ბანკში) GE80BG0000000562802100