Iverioni
«    ნოემბერი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
ნოემბერი 2020 (9)
ოქტომბერი 2020 (6)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
19-09-2015, 09:20
ნანახია: 800

მანანა კობახიძე : მართლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასოდეს დააბრუნოთ ის ჯოჯოხეთი!

პარლამენტის ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისა და გიგი უგულავას მხარდამჭერების სასამართლოს ეზოში შეკრება ერთგვარი ზეწოლაა, რაც კანონითაც  არ არის დაშვებული.

 

"სასამართლოს შენობის წინ მიტინგი და მოსამართლის შეურაცხყოფები, ეს ზეწოლა არ არის სასამართლოზე?!პირდაპირი ეთერები სასამართლო დარბაზიდან, უკვე მსჯავრდებულისგან ინტერვიუები ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამნისტია და 9 წლის ნაცვლად, ოთხი, არა შეკრებითი სასჯელი, ბრალდების გარკვეულ ნაწილში გამამართლებელი განაჩენი, წინა ხელისუფლების დროს მათ მიერვე მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა და მოპოვებული თავიუფლებით სარგებლობა-24 საათით, მაგრამ მაინც!

დიახ, დღევანდელი კანონი და სამართალი ჰუმანურია და ეს ხელისუფლების დამსახურებაა, დიახ, ჩვენ არ მოგექცევით ისე, როგორც თქვენ ექცეოდით ხალხს და როგორც შეიძლება იმსახურებთ კიდეც, დიახ გარანტირებული გაქვთ, რომ ციხეში არავინ გაწამებთ და ალბათ შეწყალებითაც ისარგებლებთ შემდეგ,  დიახ ამნისტიის კანონი ჩვენ მივიღეთ და ათასობით პატიმარს ვუშველეთ, მაგრამ ამით თქვენც ისარგებლეთ!

სასამართლოს კარი გავაღეთ და პირდაპირი ეთერების უფლებაც მოგეცით, მიტინგის უფლებაც, რასაც თქვენ ხალხს არ პატიობდით და აპატიმრებდით! შევცვალეთ, ბევრი რამ შევცვალეთ თქვენგან განსხვავებით და მართლა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აღარასოდეს დააბრუნოთ ის ჯოჯოხეთი!"- აღნიშნავს კობახიძე.