ვის აუჩუყა გული კრიმინალის ციხეში შებრუნებამ?... ანუ - „იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა!“

ვის აუჩუყა გული კრიმინალის ციხეში შებრუნებამ?... ანუ - „იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა!“

სადისტი და გათახსირებული უნდა იყო ადამიანი, ბორკილდადებული კაცის ან ქალის დანახვაზე აღტაცებაში რომ მოხვიდე, თუმცა, ამ „ნაციონალი“ კრიმინალისთვის, რომელიც ჯერ რატომღაც გაათავისუფლეს და 24 საათში ისევ დააპტიმრეს, ხელბორკილი არავის დაუდია!

ის კი არა და, უპრეცედენტო რამ მოხდა!

დიახ, ამ უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ასეთი რამ არ მომხდარა, არამც თუ საქართველოში, მოზამბიკშიც კი - კრინიმალმა „ნაციონალებმა“, გათავისუფლებული ნატუსაღარი ნაციონალის „მეთაურობით“, რომელმაც ახალგაზრდა ჩე'გევარა გამახსენა, რევოლუციური შინაარსის მოწოდებებით, პირდაპირ სასამართლოს ეზოში, ისეთი დახვეწილი და „პროფესიონალური“ მიტინგი გამართა „ქართულ ოცნებას“ არც დაესიზმრებოდა!

„გასროკილი“ და ციხეში შებრუნებული ნაციონალ-კრიმინალის გულშემატკივრებო, დაიფიცეთ (გნებავთ დაიგინეთ), გულზე ხელი დაიდეთ და თქვით, ყველაზე ბობოლა „ნაციონალის“ დიქტატორობის დროს ასეთ რამეს ვინ გაბედავდა? ვინ გაპატიებდა სასამართლოს ეზოში ანტისამთავრობო მიტინგების მოწყობას, საბრძოლო, რევოლუციური მოწოდებებით?!

 

არ დაალეწავდა „გათავხედებულ“ მომიტინგეებს თავპირს ვანოს ზონდერბრიგადა?!

მაშ რატომ მისცა უფლება ხელისუფლებამ პოლიტკრიმინალს და მისი ბანდის წევრებს ასე უხეშად და თავხედურად - კონსტუტიციური და ყოველგვარი კანონების დარღვევის უფლება?

ეს შეკითხვა ნებისმიერ მოქალაქეს გაუჩნდებოდა, ვინც ამ მიტინგს შეესწრო, ან ტელევიზორში ნახა!

პასუხი ორგვარია: ან სუპერდემოკრატები არიან ხელისუფალნი, ან „კოჰაბიტაცია“ „ალიანსურ ურთიერთობაში“ გადაეზარდათ!

„რა გულისამაჩუყებელი იყო მამისა და შვილის განშორების ეპიზოდი!“ განაცხადა ერთერთმა პოლიტიკოსმა! ერთ ერთმა საეჭვო „ბრეგრაუნდის“  მქონე ბიზნესძიამ ისიც კი თქვა - „აქამდე ამ ხელმეორედ დაჭერილ „ნაციონალს“ ჩემ მტრად მივიჩნევდი, ამიერიდან კი მისი ოჯახისთვის ვილოცებო“!

წმინდა ადამიანური კუთხით გულამაჩუყებელი კი არა გულისდამთუთქველი იყო, მამისა და შვილის განშორების სცენა, მაგრამ... აბა გაიხსენეთ სადისტურად მოკლული ახალგაზრდა კაცი გირგვლიანი, გაიხსენეთ მისი გამწარებული დედა და გირგვლიანების განადგურებული ოჯახი! გაიხსენეთ სასამართლოსა და განაჩენის გამოტანის გარეშე ქუჩაში მოკლული ბუტა რობაქიძე და მისი მშობლები!... გაიხსენეთ „ნაციონალური“ რეჟიმის მიერ გამწარებული არა ერთი დედა და გაუბედურებული ოჯახები! გაიხსენეთ 26 მაისი, 7 ნოემბერი, თუ მეხსიერება არ გღალატობთ გაიხსენეთ ციხეში, ფაშისტური მეთოდებით ნაწამები ათასობით პატიმარი და... შეიძლება სიბრალულის გრძნობა პროტესტის გრძნობამ შეგიცვალოთ!

ნაციონალ-ფაშისტები საქართველოს უახლეს ისტორიაში დაიმკვიდრებენ ადგილს, როგორც განსწავლული უამრავი დანაშაულის ჩანდენი, ვერაგი, გაუგონარი დანაშაულებების ჩამდენი, ასზე მეტი სოფლის გამჩუქებელი დამნაშავეები!

არ შეიძლება არ შევეხო საქართველოში მოქმედ საელჩოების, განსაკუთრებით კი ამერიკის საელჩოს მიერ ყოველგვარი დიპლომატიური და ზნეობრივი ნორმების დარღვევას!

ვინ ხართ, რა უფლებებით გვაძლევთ დირექტივებს, გვმოძღვრავთ და თან დიდი მონდომებით ხელს აფარებთ კრიმინალებს?

ასეთი თვგადაკლული დამცველები „დიდ ილიჩს“ და ანჟელა დევისსაც კი არ ყოლიათ!

თქვე ნამუსგარეცხილო დიპლომატებო და ელჩებო, ვის ესარჩლებით და ვის იცავთ, მკვლელებს და სისხლის სამართლის დამნაშავეებს?! თქვენ ასწავლით საქართველოს მოქალაქაეებს ვინ იყვნენ და ვინ არიან „ნაციონალები“?! იქნებ ერთი ადგილი გეწვით და უძილო ღამეების დროს ის „ატკატები“ გესიზმრებათ გრანტებისა და დახმარების სახით საქართველოში რომ აგზავნიდით და მთავარი ნაციონალ - ფაშისტი, წილის სახით, უკან რომ გიბრუნებდათ?! ასე გადასანსლეთ თქვენ და ნაციონალებმა მილიარდები, დამშეული, უმწეო ოჯახებისთვის განკუთვნილი დოლარები და ევროები!

ის მილიარდები დანიშნულებისამებრ რომ გამოეყენებინა ნაციონალურ ხელისუფლებას, ახლა „კაპიტალისტურ კომუნიზმში“ ვიცხოვრებდით ქართველები და თქვნს მიერ მიყრილი მშობლების „სიდელკებად“ არ გადაიქცეოდა ჩემი საცოდავი ერი!

აი რისი „კუჭის ტკივილი გტანჯავთ“ ბატონებო!

გეშინიათ თქვენი ბნელი საქმეები არ გასკდეს, საერთაშორისო სკანდალში არ გაეხვეთ და ტუსაღი ნაციონალი კრიმინალების მეზობელ „შკონკაზე“ არ აღმოჩნდეთ „ბალანდა“ -ს ამარა დარჩენილები!

„ქართულ ოცნებას“ ჩემზე დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი, ალბათ, არ ჰყოლია! ამიტომ მინდა რომ აი ამ დარჩენილ მოკლე დროში მაინც აღიდგინოს ის დაკარგული სახელი და ავტორიტეტი, რომელიც 2012 წლიდან დაიმკვიდრა ბატონმა ბიძინამ და მთელმა ალიანსმა და შემდეგ გაუგებარ, ძალიან გაუგებარ ვითარებაში, თვითონვე დაკარგა!

დასასრულს, გულაჩუყებულ პოლიტიკოსებსა და ზოგიერთ მოქალაქეებს მინდა გავახსენო „ვეფხისა და მოყმის“ ბალადის აი ეს ადგილი: „იქნება ვეფხვისა დედაი ჩემზე მწარედა ტირისა!“  ვეფხვი თითქმის განადგურებული, გაპარტახებული გათითოკაცებული საქართველოა!

ამიტომ, ზედმეტად ნუ აგიჩუყდებად გული მკვლელების და ნაძირალების გამო!

თამაზ ჭეიშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: