Iverioni
«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 
ივნისი 2021 (6)
მაისი 2021 (4)
აპრილი 2021 (6)
მარტი 2021 (4)
თებერვალი 2021 (9)
იანვარი 2021 (6)
23-09-2015, 12:16
ნანახია: 944

ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას ვერ დაესწრება

საქართველოს მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს, - ასე უპასუხეს მთავრობის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსს" კითხვას, დაესწრება თუ არა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას.

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინფორმირებულია ყველა იმ საკითხის შესახებ, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია შესული. აღნიშნული თემები პრემიერს დეტალურად აქვს განხილული თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან. შესაბამისად, პრემიერის და მინისტრის პოზიციები შეთანხმებულია. მთავრობის მეთაურის დატვირთული განრიგიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის პოზიციას, განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრი წარმოადგენს", - განმარტეს მთავრობის ადმინისტრაციაში.