ირაკლი აბესაძე:თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა

ირაკლი აბესაძე:თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების  გაფლანგვა

ბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა-თბილისის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის განცხადებით, თბილისის მერიაში გრძელდება საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით გაფლანგვა და სავარაუდოდ მიტაცება, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან შესწავლის საგანი უნდა გახდეს. კერძოდ, ამ შემთხვევაში კვლავ საუბარია ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივლისათვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

 

როგორც აბესაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 2015 წლის 20 ივლისს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ამ ღონისძიების უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოიყო 3 მილიონი ლარი. 13 ივლისს (ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე მხოლოდ 12 დღით ადრე) გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც კომპანიამ ,,INNOVATIVE MEDIA INTERTAINMENT" აიღო ვალდებულება 1 552 852 აშშ დოლარის სანაცვლოდ, განეხორციელებინა ამ ღონისძიების სარეკლამო გაშუქება უცხოურ არხებზე. ეს რა თქმა უნდა უკვე დაგვიანებული იყო და შესაბამისად, ამ რეკლამას არანაირი გავლენა თბილისში ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვაზე არ მოუხდენია. 2015 წლის 2 სექტემბერს საორგანიზაციო კომიტეტსა და ამ კომპანიას შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითა დადასტურდა, რომ ხელშეკრულება შესრულდა სრულად და მისი ღირებულება 1 552 852 აშშ დოლარი გადახდილი იქნა.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, 2015 წლის 15 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ უკვე ჩატარებული ფესტივალის უცხოურ არხებზე რეკლამირებისთვის გამოყოფილი თანხა გაზარდა 3 118 301 ლარით.

 

`ამტკიცო, რომ ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ვერ გათვალეს რეკლამირების ბიუჯეტი სრული აბსურდია და ამ შემთხვევაში აშკარად სახეზეა მილიონობით ლარის ბიუჯეტიდან მიტაცების მცდელობა. ეს მაშინ როდესაც, დენის ტარიფის გაზრდის, ასევე ზოგადად ქვეყანაში პროდუქციაზე ფასების ზრდის ფონზე მოსახლეობის გაღარიბების პარალელურად, თბილისელების უმრავლესობისთვის უქმდება კომუნალური ვაუჩერი და არ ხორციელდება ეფექტური პროგრამები მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად~, _ განაცხადა ირაკლი აბესაძემ..

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: