Iverioni
«    აგვისტო 2019    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
აგვისტო 2019 (3)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
24-09-2015, 19:53
ნანახია: 678

დიმიტრი ქუმსიშვილი:საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს ბათუმში ახალი მასშტაბური პროექტის, მულტიფუნქციური კომპლექსის  პრეზენტაციას დაესწრო. ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ოპერატორ კომპანიასთან შემდგომში ორი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის მეთაურმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.

 

პროექტ "თეთრი იალქნების" მშენებლობას შპს "ეიერ-მერიდიანსი" ახორციელებს. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში პროექტში 30 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. პროექტის თანახმად, სასტუმროების გარდა აქ აშენდება არანაკლებ 6 აპარტ-ოტელი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტები, მოეწყობა არანაკლებ 13 000 (ცამეტი ათასი) კვ.მ-ზე მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო ზონა და ავტოსადგომი.

 

დიმიტრი ქუმსიშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, სადაც საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მე-2 კვარტლის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დადებითი მაჩვენებლებია, იზრდება ინვესტიციების მოცულობა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მთავრობა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ატარებს. "შესაბამისად, ჩვენ ყველა რეგიონში გვაქვს ახალი პროექტები და ინვესტიციები", - აღნიშნა მინისტრმა.