Iverioni
«    მარტი 2020    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 
მარტი 2020 (15)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
ოქტომბერი 2019 (5)
29-09-2015, 12:25
ნანახია: 944

ოთარ დანელია:დღეის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 000 ტონა ყურძენი

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარადგინა. 

მინისტრმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა ყურძნის გადამუშავების საკითხებზე. მისი თქმით, დღეის მონაცემებით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 84 000 ტონა ყურძენი. 

 

"გადამუშავებულია 39 500 ტონა ყურძენი. 33 500 ტონა საფერავი, 2 000 ტონამდე კახური მწვანე და 9 000 ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა რეგიონში 52 მილიონ ლარს მიაღწია. ღვინის კომპანიებს ყურძენი 11 000-მდე მევენახემ ჩააბარა. ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯანიის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 29 000 ტონამდე. დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები კი ასეთია: თელავი 17,5 ათასი ტონა, ყვარელი – 15,5 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,3 ათასი ტონა, ლაგოდეხი 6,7 ათასი ტონა, საგარეჯო 3,5 ათასი ტონა, ახმეტა - 2,2 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა", - განაცხადა მინისტრმა. 

 

მისივე თქმით, 24 სექტემბერს დაფიქსირდა დღეღამური გადამუშავების ბოლო 25 წლის რეკორდული მაჩვენებელი – 7,1 ათას ტონამდე ყურძენი. მინისტრის ინფორმაციით, გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 67 კერძო და სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

"28 სექტემბერის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებულია 23,3 მილიონი ბოთლი ღვინო. აქედან მხოლოდ სექტემბრის თვეში ექსპორტზე გავიდა 3,5 მილიონი ბოთლი, რაც მიმდინარე წლის ყველაზე მაღალი ყოველთვიური მაჩვენებელია. ქართული ღვინის ექსპორტი 2015 წლის დასაწყისთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასეთია: რუსეთი - 12,1 მილიონი ბოთლი; ყაზახეთი - 3,4 მილიონი ბოთლი, უკრაინა - 1,9 მილიონი, ჩინეთი - 1,4 მილიონი ბოთლი, პოლონეთი 1,1 მილიონი ბოთლი", - განაცხადა ოთარ დანელიამ. 

მინისტრმა საქართველოს ბაზარზე საბრენდე სპირტის განსაკუთრებულ კონტროლზე და ღვინის ბაზრის ფალსიფიკაციისგან დაცვაზე ისაუბრა. მისი თქმით, 2015 წლის იანვრიდან ღვინოზე კონტროლი გამკაცრებულია. მინისტრის განმარტებით, დედაქალაქსა და საქართველოს რეგიონებში აღებულია 343 ნიმუში, 17-მდე საეჭვო შემთხვევა მოკვლებისთვის შესაბამის სამსახურებს გადაეცათ.