Iverioni
«    თებერვალი 2018    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 
თებერვალი 2018 (9)
იანვარი 2018 (7)
დეკემბერი 2017 (7)
ნოემბერი 2017 (10)
ოქტომბერი 2017 (13)
სექტემბერი 2017 (4)
30-09-2015, 11:35
ნანახია: 1994

აშშ-მ

აშშ-მ ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ორგანიზაციებისა და კერძო პირების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. სიაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, პაკისტანის, ინდონეზიისა და რუსეთის მოქალაქეები მოხვდნენ. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიაში შეყვანილ პირთა ან დაჯგუფებების ნებისმიერი ფინანსური თუ სხვა სახის აქტივი აშშ_ის ტერიტორიაზე დაიბლოკება. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ პირებთან რაიმე ტრანზაქციის განხორციელება ეკრძალებათ.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები ჩრდილოეთ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლობის - ე.წ. "ვილაიათ კავკაზის" წინააღმდეგ დააწესა. 

 

ტერორისტების სიაში მოხვდა "კავკასიის საემიროს" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი რუსტამ ასილდეროვი (აბუ მუჰამად ალ-ყადარი), რომელიც ამჟამად "ვილაიათ კავკაზის" ამირია.

 

სანქციები დაწესდა კიდევ ერთი ჩრდილოკავკასიელი მებრძოლის წინააღმდეგ. ეს "კავკასიის საემიროს" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი თარხან გაზიევია, რომელიც დოკუ უმაროვთან დაახლოებული პირი იყო. 2010 წელს გაზიევი თურქეთის გავლით სირიის ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც დაჯგუფება "თარხანი ჯამაათი" შექმნა. აღნიშნული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ერთად საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს. 

აშშ_ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დააწესა რუსეთის მოქალაქე შამილ იზმაილოვის წინააღმდეგაც. იზმაილოვი მეტსახელად "აბუ ჰანიფა" სირიაში 2012 წელს გაემგზავრა, სადაც რუსულენოვან მებრძოლთა დაჯგუფება შექმნა.

 

სანქციების სიაში მოხვდა ტაჯიკეთის მოქალაქე გულმოროდ ხალიმოვი, რომელიც ამჟამად სირიაში იმყოფება. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაწევრიანებამდე, ჰალიმოვი ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა ე.წ. "ომონ"-ის უფროსი იყო.