Iverioni
«    აგვისტო 2018    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 
აგვისტო 2018 (11)
ივლისი 2018 (12)
ივნისი 2018 (12)
მაისი 2018 (9)
აპრილი 2018 (16)
მარტი 2018 (14)
30-09-2015, 11:45
ნანახია: 594

გიორგი მარგველაშვილი: რუსეთის პოლიტიკა ნათლად აცხადებს ყველა თავის მეზობელ ქვეყანას საკუთარი ინტერესების ტერიტორიად

რუსეთის პოლიტიკა ნათლად აცხადებს ყველა თავის მეზობელ ქვეყანას საკუთარი ინტერესების ტერიტორიად, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა კისინჯერის ასოციაციის დირექტორის ტომას გეემის შეკითხვებს უპასუხა.

"კიდევ ერთი მიზეზი, რატომ უნდა გახდეს საქართველო განხილვების მიზეზი, ეს გახლავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა. მე ღრმად მწამს, რომ ამ თემასთან მიბმა მხოლოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კონტექსტში არ უნდა ხორციელდებოდეს. მძიმე იყო საბჭოთა კოლაფსი. ეს ყველაფერი საქართველოში 90-იან წლებში ხდებოდა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველომ რუსული რეგულარული არმიის შემოსვლით ქართულ მიწაზე პირდაპირი სამხედრო ოკუპაცია განიცადა და ფაქტიურად, ქვეყნის დამოუკიდებლობას საფრთხე შეექმნა. 

"ეს არ არის მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თემა. 2008 წელს ის, რაც აქ მოხდა, უკრაინაში განმეორდა, შესაბამისად, ეს საკითხი არ არის დასასმელი მხოლოდ ორი ქვეყნის ურთიერთობის ჭრილში. რუსეთის პოლიტიკა ნათლად აცხადებს ყველა თავის მეზობელ ქვეყანას საკუთარი ინტერესების ტერიტორიად. რაიმეს ადგილი რომ ჰქონდეს საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, რუსეთს აქვს უფლება ჩაერიოს სამხედრო ძალით და საკითხი მოაგვაროს. ეს არა მხოლოდ მაგალითებია იმისა, თუ რა განხორციელდა, არამედ ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელიც გამოყენებული იქნა საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში", - განაცხადა მარგველაშვილმა, რომლის გამოსვლის ქართულ თარგმანს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.