საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი კონფერენციას გამართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი კონფერენციას გამართავს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი 8-10 ოქტომბერს გამართავს მეორე ყოველწლიურ საერთაშორისო არბიტრაჟის კონფერენციას. კონფერენცია შეეხება რეგიონული არბიტრაჟის განვითარების საკითხებს, არსებული რეალობისა და გამოწვევების განხილვას. 

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრსა და ჰააგის მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო სასამართლოს შორის გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. 

 

,,საარბიტრაჟო დღეები თბილისში 2015"-ის ფარგლებში, დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრი (ICDR) 8 ოქტომბერს გამართავს დილის სემინარს. ICDღ-ი არის ყველაზე დიდი და წამყვანი დავების ალტერნატიული მეთოდებით მოგვარების ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატებში. ხოლო 10 ოქტომბერს, საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის კომიტეტი (ICCA)-ის ახალგაზრდული ჯგუფი (Yოუნგ ICCA) გამართავს სასწავლო სემინარს, სადაც ახალგაზრდა პრაქტიკოსებს მასტერკლას ჩაუტარებენ მსოფლიოში წამყვანი არბიტრები.ICCAმსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული საარბიტრაჟო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ასობით ექსპერტს და არბიტრაჟის სფეროში მოღვაწე იურისტს.

 

კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები, მოსამართლეები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წამომადგენლები. ასევე არბიტრაჟის დარგში წამყვანი სპეციალისტები და პრაქტიკოსები.

 

კონფერენცია იმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: