ზურაბ აბაშიძე: საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში

ზურაბ აბაშიძე:  საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში

ვფიქრობ, საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

 

აბაშიძე არ იზიარებს პრეზიდენტის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს თემა არ არის აქტუალური საერთაშორისო განხილვის ასპარეზზე.

 

"რამდენად წარმოჩინდა საქართველოს თემა ბოლო ხანს გაეროში, ვაშინგტონში, ზოგადად, აბსოლუტურად ნათელი პასუხია ამის თაობაზე. რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა პრემიერს გენერალურ ასამბლეაზე, იყო ორმხრივი შეხვედრები გაეროში, პრეზიდენტსაც ჰქონდა მრავალი შეხვედრა. ამიტომ, ვფიქრობ, საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში", – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: