Iverioni
«    სექტემბერი 2019    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 
აგვისტო 2019 (5)
ივლისი 2019 (1)
ივნისი 2019 (11)
მაისი 2019 (14)
აპრილი 2019 (9)
მარტი 2019 (9)
19-11-2012, 18:14
ნანახია: 2093

როგორ

ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, "ივერიონთან" საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი პარლამენტარი რამაზ თედორაძე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და ყოფილი ჩინოვნიკების ბიზნესის მეპატრონე იყო.


მისი თქმით, რამაზ თედორაძე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ამირან მესხელის ბიზნესს პატრონობდა რეგიონში და შეიძლება ითქვას, მისი მოლარე იყო. ამასთან,  როგორც ამბობენ, თედორაძე ოპოზიციურად განწყობილ ხალხს ასმენდა მესხელთან და სამართალდამცავი ორგანოების სხვა ჩინოსნებთან.


"რამაზ თედორაძე რეგიონში საკადრო პოლიტიკაშიც ერეოდა. მისი რეკომენდაციით დაინიშნენ ახალციხის პოლიციაში მამუკა ბექაური, კონტრდაზვერვის რეგიონულ სამსახურში არამ პოღოსოვი, ახალციხის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარედ გოჩა ჯეირანაშვილი. თედორაძე დღესაც, ახალი ხელისუფლების პირობებშიც ახერხებს საკუთარი ხალხის დანიშვნას მაღალ თანამდებობებზე. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთის ფინანსური პოლიციის უფროსად, სწორედ მისი ძალისხმევით, მისივე თანასოფლელი გელა ლეკიშვილი დაინიშნა. ლეკიშვილი, ასევე, ახალციხის "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის მეგობარია, რომელსაც საეჭვოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა "ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ლიდერებთან. მას ახალციხეში ინფორმატორად იცნობენ. სანდროშვილი ახლახან აირჩიეს ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარედ და ახლა ცდილობს, რაიონში გამგებლად თავისი კაცი მოიყვანოს", _ განუცხადა "ივერიონს" ინფორმირებულმა წყარომ.


მისი თქმით, რამაზ თედორაძე და ოლეგ სანდროშვილი "ნაციონალების" ოპოზიციონერის მანტიაში გახვეულნი აკეთებენ "ნაციონალური მოძრაობის" საქმეს და რეგიონულ და რაიონულ მმართველობაში გზას უღობავენ პროფესიონალ კადრებს, რომლებიც წლების მანძილზე ებრძოდნენ, ასევე ის სულ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი იყო.