გელა ჩივიაშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ ადასტურებს

გელა ჩივიაშვილი თანამდებობიდან გადადგომას არ ადასტურებს

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი თანამდებობიდან მისი გადაგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. 

 

"ეს არ შეესაბამება სინამდვილეს", - განუცხადა გელა ჩივიაშვილმა ჟურნალისტებს დედაქალაქის მერიაში თემის კომენტირებისას. 

გელა ჩივიაშვილი საკრებულოს დეპუტატების ნაწილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის მერის გადადგომასა და ვადამდელი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

 

"როგორც მთავრობის წარმომადგენელი, ამას, რა თქმა უნდა, ვერ შევაფასებ. ეს არის კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურები. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის შესაძლებობა", - განაცხადა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა. 

გელა ჩივიაშვილი თბილისის მერიაში მიმდინარე დედაქალაქის მთავრობის სხდომას ესწრება. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: