Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-10-2015, 12:32
ნანახია: 699

ნიკა მელია: მოვითხოვთ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. როგორც პარტიის წევრმა, ნიკა მელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს თბილისელების წარმოდგენაში დედაქალაქის მერი, მერიის სამსახურები და გამგეობები ასოცირდებიან გადათხრილ ქუჩებთან, გაჩერებულ პროექტებთან, კორუფციასთან და ა.შ.

 

"ვერც ერთმა მოქალაქემ 15 თვის განმავლობაში ვერ იგრძნო ამ უწყების ფუნქცია. თავქუდმოგლეჯილები გარბიან დღეს თანამდებობის პირები მერიიდან, ან იძულებით ატოვებინებენ თანამდებობებს. ეს ის პირები არიან, ვინც 9 მილიონი ლარი მიიღეს პრემიის სახით არაფრის კეთებაში. ამ ფონზე დავით ნარმანია არც კი თვლის საჭიროდ და მეტიც, ვერ არის აღჭურვილი შესაბამისი ავტორიტეტით, რომ აუხსნას თბილისელებს რა ხდება მის უწყებაში. ამ ვითარებაში დარჩა ერთადერთი გამოსავალი - დაინიშნოს თბილისში დედაქალაქის მერის ვადამდელი არჩევნები. ეს თბილისელებს საშუალებას მისცემს აირჩიონ ის მერი, რომელიც მოემსახურება ქალაქს. ამით თავად ნარმანია იგრძნობს უდიდეს შვებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეიდან ვითხოვთ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებს"', - განაცხადა მელიამ.