Iverioni
«    ოქტომბერი 2020    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
ოქტომბერი 2020 (4)
სექტემბერი 2020 (6)
აგვისტო 2020 (2)
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
7-10-2015, 16:46
ნანახია: 980

ნინო ბურჯანაძე:მე რომ პაატა ბურჭულაძე ვიყო, პოლიტიკაში არ წავიდოდი!

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე  პაატა ბურჭულაძესთან რაიმე სახის მოლაპარაკებას, მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით, არ ადასტურებს. როგორც ნინო ბურჯანაძემ ტელეკომოანია "GDS"-ის ეთერში გადაცემა "20/30"-ში განაცხადა, მას პაატა ბურჭულაძესთან არანაირი მოლაპარაკება არ აქვს და დასძინა, რომ მის ადგილას პოლიტიკაში არ წავიდოდა.

 

"არანაირ მოლაპარაკებას პაატა ბურჭულაძესთან არ ვაწარმოებთ. ბატონ პაატას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ძალიან კარგ მომღერალს და მე მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, რომ მან პოლიტიკური არჩევანი გააკეთოს. მე რომ პაატა ბურჭულაძე ვიყო, პოლიტიკაში არ წავიდოდი", - განაცხადა ბურჯანაძემ.