Iverioni
«    აგვისტო 2020    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 
ივლისი 2020 (6)
ივნისი 2020 (12)
მაისი 2020 (13)
აპრილი 2020 (16)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
8-10-2015, 12:40
ნანახია: 880

პრემიერის ინიციატივით, დედაქალაქში, კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დედაქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელი კორპუსების სახურავებზე მზის პანელები მოეწყობა. 

 

აღნიშნული ინიციატივით, მთავრობის მეთაურმა თბილისის მერს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მიმართა. 

 

როგორც პრემიერის ადმინისტრაციაში განმარტავენ, მზის პანელების დამონტაჟება იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ენერგოეფექტურობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების პროცესში, რომელიც საბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

 

მთავრობა მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს ენერგოეფექტურობის მიმართულებით, რაც ენერგორესურსებზე მოთხოვნილების მართვის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს.