Iverioni
«    აპრილი 2020    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 
აპრილი 2020 (2)
მარტი 2020 (18)
თებერვალი 2020 (7)
იანვარი 2020 (2)
დეკემბერი 2019 (12)
ნოემბერი 2019 (18)
8-10-2015, 13:48
ნანახია: 811

ალექსანდრე ბარამიძე: სუროგაცია  კანონმდებლობის კუთხით მოუგვარებელი თემაა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, სუროგაცია მტკივნეული და მოუგვარებელი თემაა, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით.

 

როგორც ბარამიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

 

საკომიტეტო სხდომაზე დეპუტატები ჩვილი ბავშვების საქართველოდან გაყვანის საკითხით დაინტერესდნენ. ამ კონტექსტში ყურადღება ბარამიძემ სუროგაციის საკითხზე გაამახვილა. 

 

"ის, რაც იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, საკანონმდებლო ბაზაზე მუშაობაა. მეორეა ის, რომ სამოქალაქო რეესტრი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის გარეშეც ამ ქვეყნიდან ვერავინ გავა - გარდა იმისა, რაიმე ფარული, ბნელი მეთოდებით თუ არ მოხდა. სხვა მხრივ, ლეგალურად, ოფიციალურად ვერ გაიყვან. ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საკმარისად გამკაცრებულია მიდგომები, რომ არ მოხდეს დოკუმენტების გაცემა. მეორე მხრივ, საკანონმდებლო ბაზაც საჭიროა, რაც ეხება სუროგაციას, საკმარისად მტკივნეული და მოუგვარებელი თემაა, მათ შორის კანონმდებლობის კუთხით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, ბოლოს და ბოლოს მივალთ გარკვეულ საერთო ნიშნულებამდე ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, რომ სუროგაციის სფეროც მოწესრიგებულ სისტემებსა და მოწესრიგებულ ნორმებში მოექცეს", - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.